1413-1442 წწ. - სიგელი ალექსანდრე მეფისა შიომღვიმისადმი




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის აღწერილობა

edit

ძველი პირი: Ad-14ა.

საბუთის შინაარსი

edit

ქ. ნებითა ღმრთისათა აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა, სომეხთა მეფისა, შერვანშა და შაჰანშა ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა თვითმპყრობელსა მქონებელსა მეფეთ-მეფემან დიდმა ალექსანდრე ვიყიდე ძალისს მამული, შევსწირე წმიდას შიოს და ევაგრეს უდაბნოსა:

წყაროზედა ნაფუძარი ორის დღისა,

ბაბანთა ქედზედა ერთის დღისა,

გიორგისშვილის მიწასთანა ოთხის დღის არის.

ვენახთა ბოლოსა ონასშვილის გვერდზედ ორის დღის არის,

წილკნურს რუზედა ბოლოს ჩაუდებს ორის დღისა.

კურდღელასშვილის გვერდზედა და გიორგისშვილის გვერდზედა ორიდ დღისა;

გორასთანა ერთი დღისა არის; ომარასა და ოსიაშვილის გვერდზედა ორის დღისა;

მუხათა ყანაშიგა ორის დღის არის; იქვე თევდორასშვილს და ინანაშვილსა შუა ორის დღის არის;

ფარეხაშია და გიორგიასშვილის გვერდზედა ორის დღისა, საგლახაოზედა ბოლოს ჩაუდებს.

ინასშვილსა და ირემასშვილს შუაზედა სამის დღის მიწა არის; გრიგოლასშვილს ინდუასი შუაზედა ორის დღისა;

სატბეს კუალთანა არის ხახანაური ოთხის დღისა.

ჭიჭიასშვილისა გვერდზედა სამძღვარშიგა არის ბერყენასთანა სამის დღისა ინანაშვილსა და ვარძელასშვილსა შუა არის, წისქვილთანა თევდორასა და კურდღელასშვილსა შუა ოთხის დღისა, ხრამის პირსა არის ზედავე შვიდი დღისა;

ოღრიკაზედა ომარასშვილს სამის დღისა არის, წისქუილთან გზაზედა კურდღელასშვილს ექვსის დღისა არის, ღელეშიგა ირემაშვილს გვერდზედა ერთის დღისა ვენახი, ორღობეშიგა ღობეშიგ რაც იმ ერთის გლეხისა არის, ყველა წმიდის შიოსათვის შეგვიწირავს სახლითა, კარითა, მარნითა, ვენახითა, წყლითა, სათიბითა, სახნავითა, მისის სამართლიანის საქმითა. არა ეთხოვებოდეს საჩვენო გამოსაღები ერთი ლაშქრობის მეტი არა ჩვენგან და არა ჩვენთა ნათესავთაგან, ასრე წმიდისა შიოსათვის შეგვიწირავს მისის სამსახურის მეტი არა ეთხოვებოდეს რა...

ესე სიგელი მტკიცე არს დიდისა ალექსანდრესგან.

საბუთის პუბლიკაციები

edit