საბუთის აღწერილობა

edit

შიომღვიმის მხედრულად ნაწერი ტყავის გუჯარი. სიგრძით 35 1/4 ვერშოკი ანუ გოჯი და სიგანით 6 ვერშოკი. თავი აკლია.

საბუთს უკანა მხარეს აქვს "მხედრული წარწერა ფრიად ცუდის ხელით. რადგან პოლეოგრაფიულ ნიშნებით ეს წარწერა ეკუთვნის მე-XVII საუკუნეს, ამისგამო ეს წარწერა პირი უნდა იყოს ნამდვილის სიგლის"

1896 - თედო ჟორდანია - ისტორიული საბუთები შიო-მღვიმის მონასტრისა და "ძეგლი" ვახჰანის ქვაბთა - გვ.3,73


დედანი, ხი Ad-14: ეტრატი; გრაგნილი; ზომა 157,5x25; 3 კეფი: I - 63, II - 45, III - 49,5. გადაკერებული თეთრი აბრეშუმის ძაფით;

ნუსხა-ხუცურიდან მხედრულზე გარდამავალი XI საუკუნის ხელი; ბაცი სინგური; განკვეთილობის ნიშანი: ორწერტილი.

დაზიანება: 1. აკლია თავი; 2. ჩამოხეული აქვს მარჯვენა, კიდე აკლია 1-3 სტრიქონებში - 30-32 ასო; 4-8 სტრიქონებში - 20-25 ასო; 9, 12, 15 სტრიქონებში - 3-4 ასო; 3. 24-26 სტრიქონებთან ეტრატი გახეულია და შემდეგ ძაფით გადაკერილი; 4, 42 სტრიქონზე ეტრატი 7 ადგილას მცირედ ამოგლეჯილია, თუმცა ტექსტის აღდგენა ხერხდება.

საბუთის I კეფის verso-ზე მიწერილია XVII საუკუნის ხელით ალექსანდრე I-ის სიგელის პირი (29 სტრიქონი), რომელიც ნაყალბევის შთაბეჭდილებას სტოვებს.

1984 - ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი I - გვ.35