1428 წ. I.21. - სიგელი ალექსანდრე მეფისა სვეტიცხოვლისადმი




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის აღწერილობა

edit

დედანი: 1448-2243, სინოდის კანტორის მცხეთის საბუთები № 005.

პირები:

  1. სინოდის კანტორის № 507 პირების კრებული - № 224 (დაკარგულია).
  2. 1449-2217 - პირი გადაწერილია ოფიციალური დაკვეთით.
  3. Sd-2882 - პირი გადაწერილია დ. ბაქრაძის მიერ.
  4. Sd-2883 - პირი გადაწერილია დ. ბაქრაძის მიერ.

შინაარსი:

  1. 1451-01-მცხეთის № 005
  2. 1451-04-მცხეთის № 005

საბუთის შინაარსი

edit

...მე, მინდობილმან და მოქენემან შეწევნათა და ცვა-ფარვათა შენთამან, თქუენ ძლით მპყრობელმან მეფობისამან იესე-დავითიან-სილომონ-ბაგრატონიანმან, ნებითა ღმრთისათა აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, შარვანშე და ყოვლისა აღმოსავლეთისა და ჩრდილოვეთისა სამანთა და კედართა თუითფლობით ხელმწიფედ მპყრობელ-მქონებელმან მეფეთ-მეფემან პატრონმან ალექსანდრე და თანამეცხედრემან ჩუენმან დედოფალთა-დედოფალმან თამარ, და ძეთა ჩუენთა ვახტანგ, დიმიტრი, გიორგი და ზაალ, ხელვჰყავ და გულსმოდგინედ ვიწყე ძიებად, რათამცა მცირედითა რათამე და უნივთოთა ნაღუაწითა გუემსახურა ჩუენისა საპატრიაქოსა საყდრისა დედაქალაქისა მცხეთისათუის და მას შინა ღმრთივ აღმართებულისა სუეტისა ცხოველისა, კუართისა სამეუფოსა და მირონისა ღმერთმყოფელისათუის.

ვიგულისმოდგინეთ და შევსწირეთ და მოვახსენეთ საგარეჯო მთას-აქათი და მთას-იქითი სოფლები: ორკოშინი, ბერთუბანი, თუალნი, გიორგიწმიდა, ტაძრები, არივლი, ვერანა, კეხთა თოლეჯი, ხუადაშენი, ვანთა, აკურთა მისითა უდაბნოთა, კალაური, ნაპირი, ჯიმითი, ხუადაშენი და ვეძისხევი, სრულიად და უკლებლად მათითა მზღურითა, მთითა, ბარითა, სახმრითა, უხმრითა, საძებრითა და უძებრითა.

ჩუენთა პაპათა და ნათესავთაგან გამართული უდაბნონი გარესჯისანი ჟამთა ვითარებით აგარიანთ ხელისგან მოშლილიყო და ჩუენ ვითა გუმართებდა, ეგრეთ ჯერ-ვიჩინეთ და სანაცულო მამული დავიჭირეთ და თქუენ საგარეჯო მოგახსენეთ და დაგიმტკიცეთ...

და თქუენ, წმიდაო მღდელთმთავართ-უმთავრესო... ქართლისა კათალიკოზო დავით, ნუმცა დავიწყებულ ვიქმენით თქუენ მიერ მსხუერპლ შემწირველობათა შინა...

დაიწერა ბრძანება და სიგელი ესე ჩუენი ინდიკტიონსა მეფობისა ჩუენისასა , ხელითა სეფისა მწიგნობარისა დემეტრე მარკოზიშვილისითა, ქკსა რივ, იანვარსა კა.

საბუთის დათარიღება და პერსონალია

edit
საბუთს აქვს თარიღი ქორონიკონი რივ (116) - 1428 წ., იანვრის კა (21), ინდიქტიონი  (ასე იყო დედანშიც და ნუსხაშიც). თ. ჟორდანია ინდიკტიონს ასწორებს, როგორც იგ, მაგრამ ალექსანდრეს მეფობის 13-ე ინდიკტიონი, მაინც არ უდრის 1428 წელს, ამასთან ერთად კითხვის ქვეშაა 1428 წელს დავითის კათალიკოსობა, რადგან 1427 წელს უკვე თეოდორეა კათალიკოსად. ჩვენი აზრით საბუთის თარიღი 1425-1426 წლები უფრო უნდა იყოს.

საბუთის პუბლიკაციები

edit

პუბლიკაცია ვიკიპედიაში: საგარეჯოს სოფლების შეწირულობის წიგნი ალექსანდრე მეფისა სვეტიცხოველისადმი