1431 წ. - სიგელი ალექსანდრე მეფისა სვეტიცხოვლისადმი ვირშის შეწირვის თაობაზე




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

edit

დედანი:

პირები:

შინაარსი:

საბუთის ტექსტი

edit

საბუთის ტექსტი: ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III - N 19


ქ. ჩუენ, მეფეთ მეფემან ალექსანდრე და თანამეცხედრემან ჩუენმან პატრონმან დედოფალთა-დედოფალმან თამარ და ძეთა ჩუენთა: ვახტანგ, დიმიტრი, გიორგი და ზაალ, ესე წიგნი მოგახსენე, თქუენ, წმიდასა და მაღალსა ცათა მობაძავსა დედაქალაქსა მცხეთასა და თქუენისა საყდრისა მპყრობელსა და ჩუენისა სულისა მოძღუარსა და მეოხსა პატრონსა კათალიკოზსა თეოდორეს.

ვინეთგან თუისთა შექმნულთათუის ხსნად მოსრულმან მეუფემან ჩუენთა შთამომავალთა და გუარტომთა განსუენება თქუენსა წინაშე ჯერ-იჩინა და ვხედავთ, რომელ წუთგანქარვებადსა ამას სოფელსა დაუტეობთ და ყოველივე ცხორება ჩუენი სიზმარი და აჩრდილებრ უჩინო იქმნების, ამადა ჩუენცა ვსცანით და ვისაცნაურეთ, რომელ კეთილი და უცვალებელი ცხორება ესე არს, რათა მე, ცოდვილმან, ვიდრე არა სრულად წარწყმედად და ამიერ განსვლად ჩემდამდე საწყალობელისა სულისა ჩუენისა სალხინობელად ქუელისა საქმესა რასამე მქმე და შემძლებელი ვიქმნე და ამად აღმძრა სურვილმან და სიყუარულმან აურაცხელთა წყალობათა თქუენთა მოქენეობისამან და ვირჩიე მოვრდომად სახლსა მაგას ღმრთისასა და მეუფისა ჩემისასა და დამკვიდრებად სამკუიდრებელსა თანა სულკურთხეულთა პაპათა და მომავალთა ჩუენთათა, და თქუენ მიერითა შეწევნითა და ძალმწეობითა ხელ-ვყავით უსჯულოთა აგარის ნათესავთაგან, ჩუენგან ძრწოლით ძნიად სათქუთა თქუმადცა, დაქცეულისა საყდარსა და სრულიად უნუგეშინისცემოდ განსრულისა აწ ახლად აღშენებად და განვრცობად.

და აღვაშენე და განსრულდა ნებებითა და ძალმწეეობითა თქუენითა ყოვლადვე უნაკლულოდ თავი ცათა მობაძავი საყდარი და შინა ღმრთივაღმართებული სუეტი ცხოველი, და კუალად, თქუენდა მოლტოლვილთა და შემოვედრებულთა ჩუენთა მომავალთა და ჩუენი საფლავი; და ვითარი ჯერ იყო, ეგევითარითა თავი საყდარი პატივითა და წესითა შევამკევ და ანგელოზთა სწორნი წმიდანი მონაზონნი და მღრდელნი და მრავალნი სახმარნი, მგალობელნი შევკრიბენ; და რომელ ძუელითგან შემკობილ იყო და წესნი და აღაპნი განჩენილნი იყუნეს და შესავალნი, დაბანი და ქუეყანანი ჰქონდეს, მას ზედა შეუმატეთ და უმეტესად განვავრცეთ და ჩუენთა საფლავთა ზედა მიმდემად მდგომნი მწირველნი და დაუვსებელნი კანდელნი განვაჩინეთ.

და ვითარ გუმართებს და ჩუენგან სათანადო არს, ეგრეთ კუალადვე ვინებეთ შემატება და გაზედაება და შევსწირეთ და მოვახსენეთ ძუელითგან მეფეთაგან შემკობილი, აღშენებული და გადიდებული მთა ვირშისა, მონასტერი და მისი შესავალნი ბადასშვილნი და ქორდი; და მას აქათ, ანუ მთას და ანუ ბარს რაცა მამულნი, ანუ გლეხნი და ანუ პარტახტი და ანუ მზღვარი ჰქონებიან მისითა მიმდგამითა, ყანითა, ვენახითა, წყლითა, წისქუილითა, ჭალითა, სათიბითა, ტყითა, სანადიროთა, მთითა და ბარითა, მზღვრითა, სახმრითა და უხმრითა, საძებრითა და უძებრითა, მისითა სამართლიანითა ყუალათა ერთობ უნაკლულოდ;

მოგუიხსენებია თქუენ, დიდისა და ცათა მობაძავისა მცხეთისა საყდრისათუის და თქუენისა მპყრობელისა ჩუენისა სულისა მოძღურისა და მეოხისა კათალიკოზისა თეოდორესათვის მოგუიხსენებია ძუელითგან ჩუენითა მომავალთა მეფეთაგან გადიდებული და შემკობილი ვირშა მთა და მონასტერი და მისი შესავალნი ქორდი და ბადასშვილნი და მას აქათ, რაცა ძუელითგან მთას და ანუ მამულნი, ანუ გლეხნი და ზღვარნი, და პარტახტი ჰქონებიან ყანითა, ვენახითა, წყლითა, წისქუილითა, ჭალითა, სათიბითა, ტყითა, სანადიროთა, მთითა და ბარითა, სახმრითა და უხმრითა, საძებრითა და უძებრითა, მისითა მიმდგამითა, სამართლიანითა ყუალათა, ყოვლადვე უნაკლულოდ;

მოგუიხსენებია და გქონდეს ყოვლისა დაბადებულისა ადამის ნათესავისასაგან მოუდევრად და უსარჩლელად ძუელითგან მეფეთაგან აღშენებული, შემკობილი და გადიდებული ვირშა მთა და მონასტერი, გქონდეს თქუენ, დიდსა და ცათა მობაძავსა საყდარსა ჩუენისა სულისა განმანათლებელსა მცხეთასა, და თქუენისა საყდრისა მპყრობელსა, ჩუენისა სულისა მოძღუარსა კათალიკოზსა თეოდორეს და რაცა სად რა ვირშისა შესავალნი არიან, ქორდი და ბადასშვილნი და რაცა სად რა, ანუ მთას და ანუ ბარს ზღვარნი, გლეხნი და პარტახტი ჰქონან, ყანითა, ვენახითა, წყლითა, წისქუილითა, ჭალითა, სათიბითა, ტყითა, სანადიროთა, სახმრითა და უხმრითა, მისითა საძებრითა და უძებრითა ყუალათა, ყოვლადვე უნაკლულოდ...

ამა ვირშისა სახლისა ულუფა ძუელითგანვე ჩუენთა მომავალთა მეფეთაგან ამოკუეთილი და გაშუებული არის და მას აქათ, როგორცა სხუანი მცხეთისა მამულნი შეუვალნი არიან, აგრევე ესე შეუვალად და თარხნად მოგუიხსენებია და არასთანა სათხოვარი არაოდეს ეთხოებოდეს...

დაიწერა ბრძანება და სიგელი ესე ჩუენი ქრონიკონსა რით, ინდიკდიონსა მეფობისა ჩუენისასა ით, ხელითა კარისა მწიგნობრისა ჩუენისა კლიმი კაკლაჩასძისათა.

თქუენ, კათალიკოზსა თეოდორე, ამას შემოგუიპირდი, რომე ოკდომბერსა ოცდაერთსა, ამირეჯიბისა მიცვალებისა დღესა, ყოვლთა წელიწადთა წლითი წლად ამირეჯიბისათუის ღმრთივ-აღმართებულსა სუეტსა ცხოველსა წინაშე კარგაღებული აღაპი გარდაიხდებოდეს ესრეთ, რომე რანიცა მცხეთას მღრდელნი და მონაზონნი იყუნენ მწირველნი, ამირეჯიბისათუის ჟამსა წირევდენ და ტრაპეზს შევიდოდენ. და დედაბერთათუის და გლახაკთათუის კარი ღია იყოს და ვითარი ჯერ-იყოს, ეგევითარითა სანივაგითა აღაპი გარდაიხდებოდეს. ესე სადამდის ღმერთსა ენებოს და თქუენ ამოდ და უვნებლად ეგნეთ თქუენ, პატრონი კათალიკოზი თეოდორე, ნუ დააკლებთ და წლითი-წლად გარდაიხდიდეთ. და შემდგომად თქუენსა ვინცა კათალიკოზნი დაიდგინენ, მათგანცა ყოველთა წელიწადთა ესრეთ გარდაიხდებოდეს და ნუმცავისგან დაგუაკლდების.

საბუთის დათარიღება

edit
საბუთს უზის თარიღი: ქორონიკონი რით (119) - 1431 წ., მეფობის ინდიქტიონი ნუსხის პირში არ წერია და აღდგენილია პირობითად.

საბუთის პუბლიკაციები

edit