1431 წ. I.17. - წყალობის წიგნი ბატონ ბარათასი თევდორე ბუჟღულაშვილისადმი





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის აღწერილობა

edit

დედანი: Hd-14858.

პირი:

  1. Hd-7587 გ - გადაწერილი 1893 წ. თავად ზ. ბარათაშვილის კუთვნილი დედნიდან ე. თაყაიშვილის ხელით.

საბუთის შინაარსი

edit

ესე წიგნი დაგიწერე და გიბოძეთ მე, ბატონმან ბარათამან, მეუღლემან ჩუენმან თინათინ, შვილთა ჩუენთა დავით და გერმანოზ, შენ, ჩუენსა ერდგულსა ყმასა ბუჟღულაშვილსა თევდორეს და ნავროზს, მამავალთა შენთა.

მოგეცით ნაქურდევი მისითა მზღვრითა, თეთრობითა აქათითა, და მისითა საახოვითა დიდსა წლეპსა ქვევით, ურთხნალსა ქუეშეით, უძებრითა და საძებრითა, ყოვლითა მისითა მთითა და ბარითა, ყოვლათა...

დაიწერა იანვარსა ათჩუიდმეტსა ქრონიკონს ას ორმოცდა ცხრასა მეფობისა დიდისა ალექსანდრესა."

საბუთის დათარიღება

edit
საბუთს აქვს თარიღი: "დაიწერა იანვარსა ათჩუიდმეტსა ქრონიკონს ას ორმოცდა ცხრასა მეფობისა დიდისა ალექსანდრესა", მაგრამ 1461 წელი არ ემთხვევა ალექსანდრე დიდის მეფობის წლებს, თ. ჟორდანიამ საბუთი 1441 წლით დაათარიღა, ე.თაყაიშვილმა ჯერ 1461 და შემდეგ 1441 წლებით,  ი. დოლიძესთან საბუთი 1461 წლითაა გამოცემული, "კორპუსის" II ტომში ბ. ლომინაძემ ვრცელი გამოკვლევის შემდეგ სიგელი 1431 წლით დაათარიღა, თუმცა არ გამორიცხა 1441 წელიც, ხოლო "კორპუსის" III ტომში მ. სურგულაძემ სიგელი გამოსცა მასზე მითითებული თარიღის მიხედვით 1461 წლის საბუთებში. ჩვენ ამ პუბლიკაციაში საბუთს 1431 წლით ვათარიღებთ.

პუბლიკაცია

edit