Hd-14858

დედანი საბუთისა


საბუთის აღწერილობა

edit
  1. ხელნაწერთა ინსტიტუტი. Hd-14858; დედანი, ქაღალდი, 32,5 x 14,8 სმ. მხედრული. განკვეთილობის ნიშნად ყოველი სიტყვის შემდეგ ნახმარია სამწერტილი - [1985 - ქსძ - VIII – გვ.818].
  2. ხეც. Hd-14858; დედანი. დაწერილია თეთრ სქელ ქაღალდზე ლამაზი მხედრული ხელით. 32,3 x 14,6. განკვეთის ნიშნად ნახმარია სამი წერტილი. ხელრთვა - დამტკიცება არ აქვს. v-ზე რამდენიმე ჯვარი. სულ ბოლოში იკითხება ერთმანეთის დაშორებით ორი სტრიქონი XVIIIს. ხელით: 1. "ქ. ნაქურდევის ზაზუიანთ წიგნია"; 2. "ქ. ბუჟღულაშვილისათვის წყალობა უქნიათ". - [2013 - კორპუსი - II - გვ.174].
  3. ხეც. Hd-14858; დედანი. ბაცი ფერის ქაღალდი, ზომა: 32 x 14,6; დაზიანება: ზედა აშია მოჭრილია, გვერდითი აშიები კიდეებზე და გადანაკეცი ადგილები - გაცვეთილი, გამაგრებულია სარესტავრაციო ქაღალდით. მელანი ყავისფერი; ხელი მწიგნობრული მხედრული, მწყობრად ნაწერი სტრიქონები; განკვეთილობის ნიშანი: სამწერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ. - [2014 - კორპუსი - III - გვ.123].