საბუთის აღწერილობა edit

საბუთი 1446-1465 წწ. - გიორგი მეფის სასისხლო სიგელი გუგუნბერიძეებს

საბუთის დედანი 1927 წელს ცენტრარქივს შეუძენია სოფ. ქვიტირში მცხოვრებ ს. გოგიბერიძისაგან. ის ყოფილა დაცული არქივის ძველი საბუთების განყოფილებაში N 8072. სასისხლო სიგელი დაწერილია ქაღალდზე ზომით 109 x 19 სმ. ბოლო აკლია და ტანიც ოდნავ დაზიანებულია, რის გამოც ზოგი ასო არ იკითხება. სიგელის თავი მოხატულია წითელი და შავი მელნით, შუაზე ჯვარია გამოყვანილი, რომლის გარშემო მთავრულად იკითხება "ჯი", "ქი", "ძა", "მა". ჯვარს ქვემოთ ორნამენტებით შემკული არშიაა, რომელშიც ოთხი თხკუთხედი შემდეგი შინაარსის წარწერას აქვს დათმობილი: "სახელითა ღთისათა ჩვენ ღთ გვირგვინოსანთა მეფეთ მეფემან პატრონმან როსტომ" (ეს სიტყვები წითელი მელნითაა დაწერილი).

თავდაპირველად სიგელი თხელ ქაღალდზე ყოფილა დაწერილი, მაგრამ შემდეგში სქელ, რუხი ფერის ქაღალდზე დაუწებებიათ და რომ მეფის ხელღთვა, რომელიც სიგელის უკანა მხარეზეა მოთავსებული, არ დაფარულიყო, რუხი ქაღალდი უკანა მხარეს ოთხკუთხედად ამოუჭრიათ ისე, რომ იკითხება მეფის ხელრთვა "როსტომ".სიგელი უკანა მ სამწუხაროდ, ჩვენთვის უცნობია, თუ რომელი საბუთი შეესაბამება ეროვნულ არქივში დაცულ საბუთს 1448-5039, რომელიც მითითებულია როგორც გურალიძეების სიგელის დოკუმენტი "პირთა ანოტირებულ ლექსიკონსა" და გ. არახამიასთან.