1448-5240

დედანი საბუთისა 1440 წ. III.20. - წყალობის წიგნი იოანე თბილელისა დანიელ ნექიძისადმი

იგივე სინოდის კანტორის მცხეთის საბუთები № 108

საბუთის აღწერილობა

edit
  1. ცსსა. ფონდი 1448. საბ. № 5240. - ეტრატი. 24,5 x 18 სმ. საბუთის recto დაწერილია ნუსხურით, ხოლო verso მხედრულით. ნუსხური ტექსტი თითქმის მთლიანად გადასულია. ეტრატი წარმოადგენს პალიმსესტს. - [1970 - ქსძ - III - გვ.1150].
  2. სცა, 1448-5240; დედანი, ეტრატი, ზომა: 35 x 17 (36 x 17,8 რესტავრაციის შემდეგ). პალიმფსესტი, ქვედა ფენაზე ჩანს ნუსხური ტექსტი. დაზიანება: ტექსტი ნაკლულია, გადარჩენილია მისი ბოლო ნაწილი, ტექსტის დაახლოებით შუაში მოთავსებულია ეტრატის გადაჭიმვისას წარმოქმნილი მოზრდილი ნახვრეტი; მარცხენა კიდეზე - ნახევები, ზედა მარცხენა და ქვედა მარჯვენა კუთხეები - მოხეული. მუქი შეფერილობა. ალაგ-ალაგ ნესტის მოშავო ლაქები. გვერდები გამაგრებული აქვს სარესტავრაციო ქაღალდით; მელანი შავი; ხელი მკაფიო მწიგნობრული მხედრული, სტრიქონები - არათანაბარი; განკვეთილობის ნიშანი: სამწერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ. - [2014 - კორპუსი - III - გვ.127]