საბუთის აღწერილობა edit

დ ე დ ა ნ ი : სეა 1448-9221; მოყვითალო ფერის ეტრატი, ზომა: 47 x 27,5 სმ. დაზიანება: ეტრატი მსუბუქად არის დაზიანებული, ზედა ფართო აშიის გაცვეთილი კიდეები წაჭრილია სამკუთხა ფორმით; მარჯვენა აშია მრავალ ადგილას დასერილ-ჩახეულია. ნახევები გამაგრებულია სარესტავრაციო ქაღალდით. შავი მელანი; წვრილი მწიგნობრული მხედრული, თანაბრად გამოყვანილი სტრიქონები; განკვეთილობის ნიშანი: სამწერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ.