1473 წ. - ნასყიდობის წიგნი მამესწარა მკერვალიშვილისა გიორგი ჭარმაულისადმი





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

edit

დედანი:

საბუთის ტექსტი

edit

საბუთის ტექსტი: ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III - N 19


ესე უკუნისამდე გასათავებელი წიგნი მოგეცით და მოგახსენეთ ჩუენ მკერვლისშვილთა მამესწარამან და ჩემთა შვილთა, ოქროპირამან და მირიანამან, თქუენ. ჭარმაულსა გიორგის, თქუენთა შვილთა და მომავალთა ყოველთავე.

მოგყიდე ჩუენი მკუიდრი მამული სავენახე ხერთვისი მისითა მზღურითა, ჯუარისა ვენახსა ზედა მოკიდებით და ავიღეთ თქუენგან ფასი სრული, რომლითა ჩუენი გული შესჯერდებოდა.

გიბედნიეროს ღმერთმან სიგრძესა შინა ჟამთასა. არავინ გამოჩნდეს მისი მოსარჩლე. და, თუ ვინ გამოჩნდეს, ჩვენ ვართ პასუხისა გამცემნი.

ამისი მოწამენი არიან: ჟინვანისა ციხისთავი ჟორჟოლასძე დავით, ხორხელასშვილი ნაცვალა, ბრინჯოსშვილი თევდორე, საღირასშვილი ბევროზა, სანჯასძე დარჩია, კურდღელაძე ნადირა, ყურასშვილი მამისა, ვირშელასშვილი გოგია, თევდორაშვილი ბაღნია.

დაიწერა ქრონიკონსა რნია, ხელითა ფრიად ცოდვილისა ოქროპირისათა და მოწამეცა ვარ.


მინაწერები XVII ს. ხელით:

საბუთის დათარიღება

edit

თარიღი: ქორონიკონი რნია ანუ 1473 წელი.

პუბლიკაცია

edit