გადაწერილი დედნიდან 1838 წელს სინოდის კანტორის გუჯართა კომიტეტში. საბუთი გაუტარებიათ ნომრით № 75. ახლავს პარალელური რუსული თარგმანი. ორივეში გამოტოვებულია საღვთისმეტყველო შესავალი და ბოლოში წყევლის ფორმულა. ქართულ-რუსულ ტექსტს მისდევს რუსულ ენაზე საბუთის მოკლე შინაარსი და შემდეგ დედნის ისეთივე აღწერა, როგორიც სინოდის კანტორის IV წიგნში.