1451-16/547
1844 წლის ანოტაცია დაკარგული დედნისა 1465-1467 წწ. - შეწირულების წიგნი ბაგრატ მეფისა მთის წმინდა გიორგის მონასტრისადმი
ქუთაისის და რაჭის უეზდებთა შორის მთისწმიდის გიორგის ევკლესიისანი.
547 | მეფის ბაგრატის და მეუღლისა მისისა დედოფლის ელენესა და ძეთა მათთა გიორგი და ალექსანდრესგან. | ქართულს ქორონიკონსა როთ, აგვისტოსა კ | ქუთაისის, და რაჭის უჩასტკების სამზღურებთა შ¯ს მდგომარის მთის წ¯ის გიორგის ევკლესიისადმი რომლმა მეფემან ხელახლად აღაშენა და განაახლა ძუ¯ჱლად აღშენებული იგი ევკლესია წ¯ის გიორგისა შეამკო ყოვლის სამკაულითა გარდაჭედა ტყუივითა და სპილენძითა და დაასყნა მას შინა ხატი წ¯ის გიორგისა და წ¯ის მარინასი და სხუ¯ანი ძუ¯ჱლნი ხატნი და შესწირეს გუჯრითა მამულნი და გლეხნი ქვემორე აღნიშნულნი და სახელდობ ა=სახადს აგარა მათის სახლკარითა და ყოვლის მათ მიერ ქონებულის საცხოვრებელითა და სამართლიანის სამზღვრებითა საძებრითა და უძებრითა: ბ= სოფელი შაორი სამზღვრებთ შორის სამარხსა და შერაულს შუ¯ა, წყალს გაღმა და გამოღმა საწალიკეს აქეთ, ამა პირობითა რომელ ვერა ვითარს შემთხვევაში ვერა რომელმან მეფემან ვერა გაბედოს ამა აღნიშნულთ სამზღვრებთა შორის ნადირობად ჭალათა ვერცა სათიბთა თიბვა და ვერცა თევზთა ნადირობა გ= სოფელსა შაორს მსხდომნი სამნი კომლნი და სახელდობ სულაძე, გვენცაძე და ფაქიოტიძენი ყველანი მათის სამართლიანის საზღვრებითა და ყოვლის ქონებითა და საცხოვრებლითა რომ მათზედ გარაყანიძის მეგვარეს კაცს მათზედ ჴელობა არ ექმნეს დ= დაუმტკიცეს და განუკუთვნეს ძველადცა მისდამი ყოფილი თხმორი თვისის სამართლიანის სამზღვრებითა ე= სოფელი ძმუისი მთის ცხრათავითა ვითარ ესეცა ძუჱლად მისდა ყოფილი თვისის სამართლიანის სამზღვრებითა ვ= კაციეთს მსხდომნი ბულუშაძენი და ზაქარიაძენი მათითა მიმდგომითა და სამართლიანის სამზღვრებითა და სახელდობ ამა საზღვრებთა შორის, სომყეთის ჭალას აქეთ, ზემოთ კერძო ქუა ყუნტა წოდებული ადგილი ზენათ, მთა ველიეთის მინდორს აქეთ სომყეთის ჭალას აქეთ: ზ= სოფელსა წყნორს მცხოვრებნი მითათაშვილები და ჭლიკაძენი და აგარა რომელიც სასახლეთ ქონებია მებართლომეს. მას აქეთ: ჱ= ჭაშლთას გლეხნი ჭუნჭულაძენი და ქოთბოძეიძე მათის სამართლიანის სამზღურებითა და ყოვლის ქონებითა რომ მათზედ ინასარიძეს ხელობა არა რა¡ ექმნესთ თ= სოფელსა ბობოთს მცხოვრებელნი გლეხნი ერაძენი მათის ყოვლის ქონებითა და სამართლიანის საზღურებითა და მათზედვე რომ ღაღანიძეთა და ბაგანისშვილთა ჴელობა არა ექმნესთ და ვერა რა დაიდვან ი= ფონას ნოზიგბეიძე მათის სამართლიანის სამზღურებითა და ~ – სურამი ვისიცა უნდა იყოს მებართლომეს მეტს კაცს ჴელი არ შეუვიდოდეს: ესე აღნიშნულნი სოფელნი ყრმანი და ადგილნი განუკუთვნეს მას ევკლესიას ყოვლის კაცისაგან უცლებლად.
ამის ნამდვილი გუჯარი არის დაწერილი ეტრატზედ და თავში აქ¯უს ნახატი მეფე და დედოფლისა და მას ქვემოთ წინაპირზედ არის დაწერილი ასდაჩვიდმეტი სტრიქონი და სამგან გარდაბმული არიან ერთმანეთზედ წებოთი და ოცდა ოთხს სტრიქონს ქუჱშე ოთხნი სტრიქონნი ესრეთ ნაბღალულნი არიან რომ აღარ ამოიკითხვიან და უკანა პირზედ თავიდამ ათექვსმეტი სტრიქონნი ყოფილან დაწერილი იმავე ჴელით და გამქრალ არს მელანი და მისთვის მზრუნველსა ვისმეს მისსა ჩაუწერინებია სხვა ჴელით ხუცურის ასოს წერითა პირველ ყოფილს სტრიქონსა და სტრიქონს შორის დატევებულს ქაღალდზედ თანახმად პირველად ყოფილისა გარნა ვითარც პირველ ყოფილი იგი არცაღა შემდგომ ჩაწერილნი სჩანან ესრეთ გარყუნილ არს მელანი და ამა აზრის გათავებისას არის ჴელჩართვით ჴელმოწერილი მეფის ბაგრატისაგან. და ქუჱშე მისა ამტკიცებს ჴელჩართვით მოწერითა მეფე ალექსანდრე და დედოფალი თამარ. და ქუჱშე მისა ოცდა ხუთის სტრიქონის წარწერითა უმტკიცებს გუჯარსა მას მეფე კოსტანტინე და ერთხორცი მისი დედოფალი თამარ და აწერენცა ჴელჩართვით ჴელსა საკუთარსა ხოლო ნამდვილი იგი ძლიერ დაძველებულ არს და რაოდენსამე ადგილზე მოგლეჯია ნაწილ ნაწილებად ქაღალდი და სიმაგრისათვის მზრუნველსა მისსა გარდაუნებებია სხვა ქაღალდები მოჯლეჯულს ადგილებზედ და მისგამო რაოდენიმე ასონი მოკლებულ არიან და (აფ) აბრკოლებასცა თითქმის აზრსაცა. გარნა არა დამოწმებულ არს იგი სასამართლოსა შ¯ა ლე ბლაღოჩინი |