1456-1466 წწ. - ბაგრატ მეფის სასისხლო სიგელი გირგალიძეებისადმი

საბუთი Sd-796




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

edit

პირი:

საბუთის შინაარსი

edit

საბუთის ტექსტი: 1920 - კაკაბაძე სარგის - მე-XV საუკუნის პირველი ნახევრის აფხაზ-იმერეთის მეფეთა გენეალოგიურ საკითხთაგან


ქ. სახელითა ღმრთისათა, მამისა და ძისა და სულისა წმიდისათა, იესიან-დავითიან-სოლომონიან-ბაგრატოანისა, ნებითა ღმრთისათა აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და, სომეხთა მეფისა, შანშე, შარვა, ყოლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა საქართველოსა და ჩრდილოეთისა ორთავე ტახტისა და გვირგვინისა თვით მფლობელ ჩუენ მეფეთა-მეფისა დიდისა ბაგრატისა, თანამეცხედრეთა ჩუენთა ელენესი და ძეთა ჩუენთა პირმშოთა ვახტანგისი და გიორგისი.

მოვიდეს წინაშე ჩუენსა ბიძასთვალი გირგალაძე მახარობელი, მუდამი მოსამსახურე მეღვინეთა უხუცესი და ძმები მათი მთვლია, ახალბედი, მამისთვალი და აბესალმა და ელშარა და თვალობი და ძმობილი და ძველისა სიგლისა გაახლებასა დაგვეაჯნეს. ვისმინეთ აჯა და მოხსენება მათი და ვნახეთა სიგელი ძველი ესე და რაცა ამა ძველ სიგელსა გეწერა ძველთა პაპათა ჩუენთაგან ბოძებული, ახლადაცა ისრე დაგიწერეთ და გიბოძეთ სიგელი და ბრძანება ესე.

თუ მოხდეს ეშმაკთა სიცრუისგან და კაცთა სირეგნისაგან და თქუენის გუვარისა კაცი ვინმე მოკლას - ორასი ათასი ძველი თეთრი ყაზანური თავი სისხლი დაგეურვებოდეს, საზოდ შესამყრელოდ ექვსი ათასი დაგიუროს, სანახშირედა თხუთმეტი ათასი თეთრი დაგიუვროს.

თუალთა და ხელ-ფერხთა დაშავებისათვის მეექუსედი სისხლი დაგიუვროს ამა სიგლითა; დაღიანის გერშისათუის თორმეტი ათასი დაგიუვროს; უდაღოსთუის ექვსი ათასი დაგიუვროს. ვინც გრძნეულობა გითხრას, ნახევარი სისხლი დაგიუვროს ამა სიგლითა. ვინცა ცოლი მოგი..ნას, ქალი დაგიგდოს, ნახევარი სისხლი დაგიუვროს ამა სიგლითა.

ჩუვენ მეფეთა-მეფემან დიდმან ბაგრატ, და დედოფალთა-დედოფალმან პატრონმან ელენე და ძეთა ჩუენთა პირმშოთა ვახტანგ და გიორგი შეგიწყალეთ და გაგიახლეთა პაპთა ჩუენთაგან ბოძებული სიგელი ძველი ესე ახლადვე გაგიახლეთ და გაგიჩინეთ სასისხლო სიგელი და სისხლი, თქუენ გირგალაძესა ბიძასთვალსა მახარობელსა და თქუენთა ძმათა ახალბედსა, შენს შვილსა თვალიასა, მამისთვალსა და აბესალმს და ელაშარს და თვლობსა, ძმობილსა, შვილთა და მომავალთა და სახლის შვილთა ყოელთვე.

გერგოს სიგელი და ბძანება ესე ჩუვენ მეფეთა-მეფისგან დიდისა ბაგრატისგან, და თანამეცხედრეთა ჩუვენთა ელენესგან და ძეთა ჩუენთა პირმშოთა ვახტანგისგან და გიორგისგან გაახლებული. შეგიწყალეთ და გაგიახლეთა და ახლადვე გაგიჩინეთ სიგელი და ბძანება ესე.

თუ მოხდეს ეშმაკთა სიცრუისგან და კაცთა სირეგვნისაგან და თქუენისა გვარისა კაცი ვისმე შეაკვდეს - ორასი ათასი ძველი თეთრი ყაზნუარი თავი სისხლი დაგიუვროს, საზოდ შესამყრელოდ ექვსი ათასი დაგიუვროს, სანახშირედ თხუთმეტი ათასი თეთრი დაგიუვროს. თუალთა და ხელ-ფერხთა დაშავებისათვის მეექვსედი სისხლი დაგიუვროს ამა სიგლითა; დაღიანისა გერშისათუის თორმეტი ათასი დაგიუვროს; უდაღოს გერშისათვის ექვსი ათასი დაგიუვროს. ვინც გრძნეულობა გითხრას, ნახევარი სისხლი დაგიუვროს ამა სიგლითა. ვინცა ცოლი მოგი..ნას, ანუ წაგიღოს, ნახევარი სისხლი დაგიუვროს; ვინც ქალი დაგიგდოს, ნახევარი სისხლი დაგიუვროს ამა სიგლითა.

აწი ვინც ნახოთ მეფეთა მომავალთა ჩუენთა - უჯვრეობითა დაუმტკიცეთ; კარითა ჩუენითა წარვრენილთა ყოველთავე დაუმტკიცეთ: აზნაურთა, დიდებულთა, ვაზირთა, ციხისვა, სახლის უხუცესსთა, ერისთავთა, სვანთა ერისთავთა, ამისპასალრთა, მანდატურთა, ბოქულ-იასეულთა, მესტუმრეთა, ფარშთა, მეხინეთა, მზარეულთა, მოლრე-მერიქიფეთა, მეღვინეთ, მეაბჯრეთა, კრის მეჯიბეთა, ახოსალრთა, მეულყე-მეჯოგეთა, მენაღრე-მეფშტვირეთა, ბაზიარ-მეძაღლეთა, მეკულხე-მეტკილეთა, ხაბაზთა, მეგოდრე-მეპურეთა, მეზურეთა, მეჩხირეთა, მესაკლვეთა, ზროხა-საკლვთა მკრებლთაა, ყოელთა მეხელეთა უხუცესთა ყოველთავე დაუმტკიცეთა.

თქუენ წმიდანო საქართველოსა და აფხზეთისა ქათალიკოზნო და მღრდელთ მოძღვარნო - უჯვრეობითა დაუმტკიცეთ სიგელი და ბძანება ესე.

დაიწერა სიგელი და ბძანება ესე აგვისტოს ათსა ინდიკიონსა მეფობის ჩუენისას. დიწერა ხელითა აბრმ კანდელკისათა.

საბუთის დათარიღება და პერსონალია

edit

სარგის კაკაბაძის აზრით სიგელი გაცემულია იმერეთ-აფხაზეთის უცნობი მეფე ბაგრატ კურაპალატის მიერ (რომელსაც აკუთვნებს 1418 წლით დათარიღებულ ნიკორწმინდის დიდი სიგელის მინაწერს). ამ ბაგრატის შვილები არიან იმერეთის მეფეები ვახტანგ გორგასალი (იხსენიება 1432 და 1437 წლებში) და გიორგი 1445-1466 წლებში (1464 წლის სიგელის გამცემი). ამ გიორგის შვილია ბაგრატ VI, რომელიც იმერეთის მეფედ 1455 წლიდან იწოდება. ამ მსჯელობის შემდეგ საბუთს იგი XV საუკუნის დასაწყისით ათარიღებს.


პირთა ანოტირებულ ლექსიკონში საბუთის გამცემად მოიაზრება იმერეთის მეფე ბაგრატ III და შესაბამისად საბუთი 1510-1565 წლებითაა დათარიღებული.


გონელი არახამია ვრცელი მსჯელობის შემდეგ საბუთს ბაგრატ VI-ს აკუთვნებს და უშვებს ვარაუდს, რომ ბაგრატ VI-ს ჰყავდა პირმშო შვილი ვახტანგი, რომელიც იხსენიება აგრეთვე იობ ფანჩულიძის სიგელში და გარდაიცვალა 1467 წლამდე. შესაბამისად სიგელს 1443/1444 - 1467 წლებით ათარიღებს.


ჩვენი აზრით გონელი არახამიას მსჯელობა საკმაოდ არგუმენტირებულია და საბუთი ბაგრატ VI-ის მიერაა გაცემული, ოღონდ ცოტათი ვაზუსტებთ მისი გაცემის თარიღს.


პუბლიკაცია

edit