Qd-6937

დედანი საბუთისა

სარგის კაკაბაძის ცნობით ეს სიგელი ვუკოლ ბერიძეს აღმოუჩენია. "სიგელი დაწერილია ტყავზე XV საუკუნის პირველი ნახევრის ხელით, მხედრულად. თავში დახატულია ძალიან მდარე ხელობით სიგელის მბოძებელი მეფე ბაგრატ. სურათს წარწერა აქვს: მეფეთ მეფე ბაგრატ. თვით სიგელის ტექსტში ზოგ ადგილას იხმარება ზედმეტი ა-ნი. ნიშნად კიდევ ყოველი სიტყვის შემდეგ დასმულია სამი წერტილი. - [1920 - კაკაბაძე სარგის - აფხაზ-იმერეთის მეფეთა გენეალოგიურ საკითხთაგან - გვ.1]