1463 წ. IX.2. - წყალობის სიგელი გიორგი მეფისა ზაქარია ჯავახიშვილისადმი




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის აღწერილობა

edit

დედანი: Hd-1347.
პირები:

  1. Qd-991ა - გადაწერილია 1827 წ.
  2. Qd-991ბ - გადაწერილია 1827 წ. კალიგრაფიული ხელით სოვეტნიკ თარხანოვის მიერ.
  3. Qd-9633 - პირი გადაწერილია XX საუკუნის დასაწყისში.
  4. H-2830-38 - XIX საუკუნეში გადაწერილია გუჯრების კრებული.

საბუთის ტექსტი

edit

საბუთის ტექსტი: 1965 - ქართული სამართლის ძეგლები - ტომი II - N 48


ქ. ნებითა ღმრთისათა, ჩუენ, მეფეთა მეფემან გიორგი და ძემან ჩუენმან პირმშომან, მეფემან ალექსანდრე, აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, შანშა და შარვანშა, და ყოვლისა აღმოსავლეთისა ვიდრე დასავლეთამდის თუითფლობით ხელმწიფედ მტკიცედ მპყრობელთასა.

მოვიდეს წინაშე ჩუენსა ჩუენნი დიდად ერდგულნი და ძალისაებრ თავდადებით ნამსახურნი ჯავახისშვილნი ზაქარია, კახა და ზაზა. გუეაჯნეს, რათამცა ნამსახურთა მათთა მუქაფი გუეყო.

ვისმინეთ აჯა და მოხსენება მათი და მიუბოძეთ მათივე მკუიდრი სოფელი ავკეთი და იისციხე მათითა მზღურითა, მთითა, ბარითა, წყლითა, წისქუილითა, ველითა, ვენახითა, საძებრითა და უძებრითა, მისითა სამართლიანით ყოვლითურთ უნაკლულოდ, სოფელი ავკეთი და იისციხე.

მოკითხული ვქენით და ძუელითგანცა თქუენი მკუიდრი იყო და ახლად სიგლითა ამით ჩუენცა კიდევე დაგიმტკიცეთ სოფელი ავკეთი და იისციხე.

გქონდეს თქუენ, ჯავახისშვილთა ზაქარიას, კახასა და ზაზასა, შვილთა და მომავალთა სახლისა თქუენისათა ყოველთავე, და გიბედნიეროს ღმერთმან ჩუენსა ერდგულად სამსახურსა შიგან. და არა მოგეშალოს არასა ჟამისა გამოცვალებისათვის. და ასრე ხელშეუვლად გუიბოძებია, რომე ჩუენგან არა ეთხოებოდეს საჯინიბო, არა ახორსალართა, არა ბაზიერთა, არა საელჩო, არა ციხისა მუშაობა და ზუართა მუშაობა. არასთანა შემოსაწერი და სათხოვარი არა ეთხოებოდეს, არა გორული და ატენური. ყოვლისა სათხოვრისაგან ხელმოხსნით გუიბოძებია.

დაიწერა პიტაკი ესე ქრონიკონსა რნა, თუესა სეკდენბერსა , ინდიკტიონსა მეფობისა ჩუენისასა მეათჩუიდმეტესა, ხელითა კარისა ჩვენისა მწიგნობარისა იათორიძისა ვარსიმესითა.

საბუთის დათარიღება

edit
საბუთს უზის თარიღი: ქორონიკონი რმჱ (148) - 1460 წ.  იანვრის ლ (30) და გიორგი მეფის მეფობის იგ (13) ინდიკტიონი.

საბუთის პუბლიკაციები

edit