Hd-01347
Hd-1347
დედანი საბუთისა
საბუთის აღწერილობა
edit- ხელნაწერთა ინსტიტუტი, Hd-1347; ეტრატი; მხედრულად ნაწერი; 40 x 26 სმ.; განკვეთილობის ნიშნად ნახმარია ყოველი სიტყვის შემდეგ სამი წერტილი. - [1965 - ქსძ - II - გვ.611]
- ხეც. Hd-1347; დედანი. ბაცი ფერის ეტრატი, ზომა: 40,5 x 26,2; ზემოთა აშია თაღოვნად მორკალული. დაზიანება: გადანაკეც ადგილებზე მკვეთრი ზოლები, გვერდითი აშიები ჩახეული და დალაქავებული, ზედა სტრიქონებთან მოხეულია კიდური გრაფემები, ქვედა აშია ბოლო სტრიქონთანაა გადაჭრილი. გამაგრებულია სარესტავრაციო ქაღალდით. მელანი გახუნებული შავი; ხელი კალიგრაფიული მხედრული; განკვეთილობის ნიშანი: სამწერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ. საბუთის verso-ზე ქვემოთა კიდეზე მიწერილია XIX ს. ხელით: "ჩაიწერა გ.62 კნიღაში". საბუთი გატარებულია "Суд и расправа"-ს ექსპედიციის მიერ რეგისტრაციაში გაუვლია 1827 წ. 31 იანვარს ნომრით № 34. - [2014 - კორპუსი - III - გვ.130].