1471 წ. - სასისხლო სიგელი ბაგრატ მეფისა მამისთუალ ზ...თაელისძისადმი





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

edit

დედანი:

საბუთის შინაარსი

edit

საბუთის ტექსტი: ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III - N 19


... მათთუის წყალობა გუეყო და სიგლითა ამით შეგუიწყალნეს.

ვისმინეთ აჯა და მოხსენება მათი. ვინათგან და მოკითხულიცა ვქენით და ძუელითგან ჩუენთა გუართა და პაპათაგან პატივცემულნი იყუნეს და ძუელნი სასისხლონი სიგელნი ჰქონებოდეს, აწ კუალად შევიწყალეთ, განუახლეთ და მიუბოძენით სიგელნი ესე ძალად და პატივად და სიმაგრედ თავისად და სახლისა მათისა. ერთბამად კითხულობითა ეფისკოპოზთა, თავადთა, დარბაზისერთა და ვაზირთა ჩუენთათა და სამართლად და ჯერ-ჩინებითა საქმისათა, ვითარცა შეჰგვანდა.

და გაუჩინეთ სამართალი სისხლისა: უკუეთუ ვინმე იკადროს, მძლავრებითა ეშმაკისათა ხელყოს და მოკლას, სამასი ათასი ძველი ცხუმური დაეურვოს...

ამას გარეთ სხუანი საუპატიონი და სადაღონი საქმენი, რანიც არიან: დაღათუ ვინმე მძლავრობით და უსამართლოდ აწყინოს, დასხდენ მის ჟამისა მოურავნი და, ვით ამას განაჩენსა ხუდებოდეს, მით წესითა გაუჩინონ მტკიცე და უცვალებელი ბრძანება ესე და სიგელი.

გიბედნიეროს ღმერთმან თქუენ, ზ...თაელისძეთა მამისთუალსა და თქუენთა შვილთა: გიორგის, აღბუღას, დავითს, ნანიტასა და სულთმამას, ძმათა, შვილთა და მომავალთა სახლისა თქუენისათა ყოველთავე, ესე ჩუენგან თქუენთვის სამკუიდროდ ბოძებული სისხლისა განაჩენი ამით წესით, რაგუარცა გაჩენით დაგუიწერია...

დაიწერა წიგნი და სიგელი ესე ინდიკტიონსა მეფობისა ჩუენისასა მერვესა, ქორონიკონსა რნთ, ხელითა ფრიად ცოდვილისა, მღრდელისა მახარებლისათა


საბუთის დათარიღება

edit

ქორონიკონი რნთ, ანუ 1471 წელი.

პუბლიკაცია

edit