საბუთის აღწერილობა

edit

დ ე დ ა ნ ი : ხეც Hd-1537; რბილი ეტრატი, ზომა: 152,2 x 21 სმ. სამი, თეთრი აბრეშუმის ძაფით გადაკერებული კეფი; დაზიანება: თავნაკლული, ზედა 5 სტრიქონის გასწვრივ მარჯვენა კიდე ნახევებით დასერილია, მეორე კეფის მარცხენა აშია უსწორმასწოროდაა მოხეული, თუმცა ტექსტის დაუზიანებლად, ხოლო მარჯვენა კიდე ტექსტიანად მოხეულია. პირველ და მესამე კეფებზე, რამდენიმე ადგილას, პატარა და მოზრდილი ნახვრეტებია. ერთ-ერთი ნახვრეტით დაზიანებულია ადრესატის გვარი. მელანი ყავისფერი, ხელი კალიგრაფიული მხედრული, თანაბრად დაცილებული მწყობრი სტრიქონები. განკვეთილობის ნიშანი: ორწერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ.

სიგელი 1926 წ. საქართველოს მუზეუმს შესწირა კერძო პირმა - მარო კობახიძემ.