1478 წ. ახლო - საჩივრის წიგნი ავთანდილ ზევდგინისძისა - V





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

edit

დედანი: Hd-14904 ა

პირი: 1461-14/004

საბუთის ტექსტი

edit

საბუთის ტექსტი: 1937 - ბერძენიშვილი ნიკო


...ანუ თუმანისი უნდოდა, ანუ მურვანისი[1], ანუ ზაქარიასი, ანუ ჯანისი და რატისი, მურვანისა[2] შვილსა. თუ თაყამან ჩემი ძმა იშვილა, თავადთა მოწმობითა, უნდოდა, თუ არა, გაბელისძის დივნის დაწერილითა და გაბელისძის ხელჩართულითა. ჯაკულობითა შვილობა იქნა და გაბელისძის ნიშნითა მეუბნების, მამული ჩუენი მკუიდრი იყო და ჩუენ, ძმანი, ერთ სახლნი ვართ. ჩუენსა მამულსა ვინ წაგუიღებდა, მაგრამა ყუელა გაბელისძემან თავის გამოღმა ქნა, თუ არა, მეფეთა ხელჩართული და მისთა მდივანთა ხელწერილი თავადთა მოწმობითა უნდოდა, თუ არა, გაბელისძის მოწმობითა.

რომე გიორგი მეფის წახდენა უნდოდა და ჩუენს მამულზედა შვილობა უნდოდა, ვინ იყო ჩუენი მცილე, ესე თქუენ გასინჯეთ, პატრონნო. თუ თაყამან ჩემი ძმა იშუილა... დია ადვილი იყო, რომე მეფეთა ერთი ნიშანიცა აეღო და მოეცა. ანუ მეფე ალექსანდრეს ხელი ყოფილიყო და ანუ გიორგი მეფის ხელი. მაგრამ აგრე ტყული არის, რომე მეფეთა ხელჩართუის მაგიერი გაბელისძის ხელჩართული და ნიშანი აქუს. ესეც თქუენ გასინჯეთ, პატრონნო, გაბელისძის მდივნის დაწერილია.


  1. ნ. ბეძენიშვილთან მურადისი
  2. ნ. ბეძენიშვილთან მურადისა