საბუთის აღწერილობა edit

დედანი საბუთებისა

დ ე დ ა ნ ი: ხეც, Hd-14904; სიძველისაგან გაყვითლებული ქაღალდი, ზომა 27 x 15,5; დაზიანება: საბუთს აკლია თავი, მარცხენა გვერდი დაფლეთილია, მარჯვენა - დალაქავებული. ტექსტი ძნელად გაირჩევა. დაკრულია საფენ ქაღალდზე. ჭვირნიშანი: ხარის თავი შვიდფურცლა ყვავილით; გამკრთალებული ყავისფერი მელანი; აჩქარებული მწიგნობრული მხედრული: განკვეთილობის ნიშანი - ორწერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ. ორივე საბუთი ერთი ხელითაა დაწერილი.