1478 წ. ახლო - საჩივრის წიგნი ავთანდილ ზევდგინისძისა - VI





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

edit

დედანი: Hd-14904 ბ

პირი: 1461-14/005

საბუთის ტექსტი

edit

საბუთის ტექსტი: 1937 - ბერძენიშვილი ნიკო


...ღმერთი არის თქუენი მოწამე, თუ... მოწამე ჩაჩაშვილი არის და ისი გაიკითხეთ და ... პასუხსა იგი მოგახსენებს. ასრე ამა ყუელასა ვალდებულისა სანაცულოდ იპრიანა ღმერთმან და მოკუდა ჩემი ძმა. ესე ყუელა ვალი დამედვა. აგრე ვთქუი, ვითა: "შვილად გამიზრდია ზალ" და ბატონობაც მას დავუბარე. ასეთს კაცს უბრალოდ მიღალატა ჩემის ნასისხლის მამულისათუის. და ჩემს ნასისხლს მამულშიგა მოვიდა, და აღჭურვილ-იყო ზაალ და ჩემად სასიკუდილოდ წამოსულიყო. შეეტყო ჩემსა რძალსა და ჩემი სიძე დეკანოსიძე გამოეგზავნა და ასრე ებრძანა, ვითა: "გაეცალე, შენდა ღმერთსა, თუ არა უსისხლონი ვერ მორჩებით." ასრე უბრალოდ მკუდარი ვართ მისგან. თუმცა მისულვიყავ, თავით და ცოლ-შვილითა დახოცილი ვიქნებოდი მისგანვე. ჩემსა მკვიდრსა და ნასისხლს მამულზედან რაისთვის მამკლევდა, ესე თქუენ გაიკითხეთ, პატრონნო!

სოლაღას პირითა ასრე შემოეთუალა, ვითა: ჩუენი აზნაურისშვილებიც ამას მეუბნებიან: "ჩუენ მამული მოგვეცო და მოგვიმატეო, და მას უკანის ჩუენი და ავთანდილისი ადვილი არისო".

აწ ამას მემართლების? თუ მისგან არ არის, ვინცაღა მოახსენა, ისი მომაგოს და მომცეს ხელთა, თუ მართალია. თუ არა, ჩემი სიკუდილი მას სდებია გულშიგა. თუ არა, თქუენვე გასინჯეთა, პატრონნო, ამა ყუელა ვალდებულობისათუის რად მამკლევდა, თქუენვე გაიკითხეთ, ჩემის მკუიდრის და ნაშოვნის მამულისათუისა.