1484-1488 წწ. V.17. - სასისხლო სიგელი ალექსანდრე მეფისა თოფურიძეებისადმი





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

edit

დედანი

საბუთის შინაარსი

edit

საბუთის ტექსტი: ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III - N 19


...ძისა და ... სოლომონიან-დავითიან-ბაგრატოვან მეფისა ალექსანდრეს ... შარვანშა ... მრავალთა ... ლიხთ-იმერთა მტკიცეთ ორთავენ ოქროს ტახტზედ მჯდომარისა და ღმრთივ-გვირგვინოსნისა და ყოვლისა ხმელეთისა მპყრობლობითა მქონებელისა, მეფისა ალექსანდრეს წინაშე მოვიდეს ჩუენთა დროულთა კართა ზედა ერთგულნი და დიდად ერთგულად ნამსახურნი თოფურიძენი: კაციბერ. შერგელი, გიორგი, იოვანე.

მას ჟამსა, ოდეს ერთი ჯორის ცალისა აღნე ზანდუკი ოქრო და ვეცხლი ცხენისწყალმა წამართვა და კაციბერ მომირჩინა, და ჩუენ არა ვიცოდით, და კაციბერმა მომართვი, იმა ერდგულობისათვის გვიაჯნეს და ვისმინეთ. გამოიღეს სიგელი და ძველათაც წმიდა აზნაურისშუილნი ყოფილიყნენ. ვქენით მოკითხული და ტახტისა აზნაურისა შვილნი გამოვიდენ.

ვისმინეთ აჯა თქვენი, მოვიკითხეთ ძველი და ახალი თქვენისა გვარისა ვითარაობა და ერთობ წმიდა აზნაურის კაცნი გამოვიდენ სამონასტრო საყდრითა და მისი შესავლითა გლეხებითა, სამოსახლოითა, საჯვარითა გარეთ და შინათა, ბევრის ყმითა, სათიბითა, ტყითა, ველითა, სათევზოთა ყოვლისფერითა. წმინდა აზნაურის კაცი გამოვიდნენ.

მართლითა განაბჭობი სისხლი გაუჩინეთ თოფურიძეთა დიდისა და მცირესა სამას სამოცდახუთი ათასი ძველი ძველი კირმანეული დაგიურვებოდეს სისხლი. არავინ კადრებულა, თუ ვინმე ეშმაკისა მანქანებითა თოფურიძისა გუარისა კაცი მოკლას, ექუსასი ასი ათასი ძველი კირმანეული დაგიუროს, სანახშირო და ცხრაასი ათასი. და მას გარეთ ათი მეხადილე გლეხი, თეთრი ჯორი ვერცხლის იარაღითა, მეჯინიბითა, თეთრი ქორი, თეთრი მეძებარი მისითა ბაზიარითა დაგეუროს.

ვინცა სახლად დაგესხას, დაგწვას, ალაფი წაიღოს, ნახევარი სისხლი დაგიუროს.

ვინცა ცოლი გაგიუპატიოს, ნახევარი სისხლი დაგეუროს.

ვინცა გვარისა ქალი დაგიგდოს, ანუ სახლიშვილი მოგიკლას, ნახევარი სისხლი დაგეუროს.

ვინცა გრძნეულობა გითხრას, მართალი გამოხვიდე, ნახევარი სისხლი დაგეუროს.

ვინცა ექსთა ასოთაგან ერთი დაგიშაოს, ექსი ათასი კირმანეული დაგეუროს, ოცი ათასი თეთრი უზღოს.

ვინცა კბილი ამოგიგდოს, ნახევარი სისხლი დაგეუროს.

ვინცა მეხადილესა გიცეს, ანუ მწყემსსა, ნახევარი სისხლი დაგეუროს.

ვინცა ბაზიარსა ან მეთეზურსა გიცეს, ვითარცა შეგვანდეს, აგრე სამასი ათასი კირმანეული დაიუროს.

სხვა ნაძარცვი, ნაკოდი, გზასა ნაძარცვი, ამა სიგელსა და იადგარსა დახედოს, მის-მისითა წესითა დაგეუროს.

ვინცა ყანასა დაგესხას და გიომოს, თუ დაიკოდოს, ნახევარი სისხლი დაგეუროს, თუ მოკდეს, სრული სისხლი დაგეუროს.

ამისნი მოწამენი არიან: თავად ღმერთი და კაცთაგან: ასპალარი ივანე ათაბაგი, ერისთავთა ერისთავი, მანდატურთაუხუცესი დადიანი, სვანთა ერისთავი გურიელი, ფარიჯანიანი ელაშერ, ელაშერი ჭილაძე, ამერიჯიბი ავჯაშერ, ციციშვილი დავით, სხვანი ჩუენი კარის ვაზირნი: შიოშ ფალავანდისშვილი, ფარნაოზ ფალავანდისშვილი, ბაგრატ ბარათაშვილი, თაიმურაზ ლაშხისშვილი, მამისმამა კუჭეიძე, ყელგრძელი ჩხეტიძე, გიორგი ერისთავი, კახაბერი ლომინაძე, როსტომ ჩივჟავაძე, ხაფილანდრო ღოღაბერიძე, ლომინი მიქელაძე, ფანუელ ლაფიცხუძე, საყან მაჭუტაძე, დემეტრე ბერიძე, ლომინი მახაძე, ჯოღერდი ჩლაჩაძე, მოსაით ჯარადაი ქორთოძე, შამადავლა ლიპარტიანი, ელბადურ გოშოძე, ულაშარ ამუნასკირი, არღუნაი შარვაშიძე, ალთუმიშარ ამჩაბაძე, თუმელდი ყუდუსაძე.

აწე, სხვანო კარისა ჩუენისა ვაზირნო და ხელისა მქონებელნო: მესტვირეთა, მენაღარეთა უხუცესნო, მოლარეთა და ბაზიართა უხუცესნო, თქუენცა დაუმტკიცეთ ბრძანება და სიგელი ესე.

აწე, ქრისთეს მიერ კურთხევით კურთხეულნო ქართლისა ქათალიკოზნო და ებისკოპოზნო, თქვენითა ჯვარითა, თქვენითა ომფორითა თქვენცა ასრე დაუმტკიცეთ. ლიხტ-იმერისა ქათალიკოზნო და ებისკოპოზნო, თქუენცა ასრე დაუმტკიცეთ ბრძანება და სიგელი. სვიმონ მაწყვერელო, მანუელ ქუთათელო, დავით ცხეთელო, ელია ჭყოინდელო, ბართლომე ცაიშელო, რომანოზ მოქველო, გრიგოლ ბედიელო, საბა ხობელო, ევდემოს ცხეთელო, თევდორე დრანდელო, თქვენითა ჯვარითა თქვენცა ასრე დაუმტკიცეთ ბრძანება და სიგელი ესე.

დაიწერა ბრძანება და სიგელი ესე ჟამსა ალექსანდრე მეფობისასა, ქორანიკონსა ცხრაას სამოცდარვასა, თვესა მაისსა აჩვიდმეტსა, ხელითა მდივნისა იოვაკიმისათა, ამინ.


დათარიღება

edit

საბუთის თარიღად 1484-1488 წწ. მიღებულია გ. არახამიას მიხედვით. გამოკვლევები საბუთის შესახებ იხილეთ თოფურიძეთა სასისხლო სიგელი (გამოკვლევები)

პუბლიკაცია

edit