1548 წ. - წყალობის წიგნი მელქისედეკ გენათელისა ივანე ცირღილასძისადმი




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

edit

დედანი: Hd-1573



საბუთის ტექსტი: ქართული სამართლის ძეგლები - ტომი III - N 56


საბუთის შინაარსი და პერსონალია

edit

გენათელმა მთავარეპისკოპოზმა მელქისედეკმა უწყალობა ივანე ცირღილაძეს და მის შვილს ოქროპირს ამოწყვეტილი ივანწკეპლაძისეული მამული; ნიშნიასშვილისა და მამულასშვილისეული ადგილი; სულმამაშვილისეული მამული; ონქონას მდებარე გამეზარდასა და ფადლაძისეული მამული; გოდოგანს ორი ფუძე - ზედაშიძე და მელითაურისძე და დაუმტკიცა ბაგრატ მეფის მიერ ადრე ნაწყალობევი საყდრის შვილობა და გელათის, კურსების და გოდოგნის მეღვინეთუხუცესობა, რაც ძველითგანვე აღმაშენებლის მიცემულ სიგელშიც ეწერა.

საბუთში იხსენებიან აგრეთვე დადუნაშვილი, იდაძე, მუჭიფა ნიშნიანიძე

სიგელი დაიწერა ქორონიკონს ორას ოცდა თექუსმეტს აღმაშენებლის მწირველ გედოვან თევდორიძის ხელით.

შენიშვნა

edit

საბუთში ნახსენებ აღმაშენებლის მიერ ცირღილაძეებისათვის მეღვინეთუხუცესობის ბოძების სიგელში უნდა იგულისხმებოდეს 1408 წ. VI.4 - სასისხლო სიგელი კონსტანტინე მეფისა ცირღილაძეებს და ან მანამდე არსებული სხვა სიგელი..

პუბლიკაცია

edit