1569-1578 წწ. - შეუვალობის წიგნი დავით-ხანისა სადგერის წმინდა გიორგისადმი





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

edit

დედანი:

საბუთის ტექსტი

edit

საბუთის ტექსტი: ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III - N 19


ქ. სახელითა ღმრთისათა, მამისა, ძისათა და სულისა წმიდისათა, დავდევ მე, ნეფეთ-ნეფისა შვილმანა, ბატონისა ლოარსაფისა ძემან ბატონმან დავით ხამან ესე წიგნი და სიგელი, ასე და ამა პირსა ზედან.

მოგეც შენა, დიდსა, შვიდწილ უძლეველსა, დიდსა და ცათა მობაძავის, დიდისა წმიდასა გიორგისა დეკანოზსა გიორგისა და შენთა შვილთა ელასა და მისთა ძმათ და მომავალთა სახლისა თქვენისათა.

ესე ბძანება იყოს ჩემი დიდისა და სახელგანთქულსა, დიდის წმიდის გიორგისა სადგერისათა მთავარმოწამისათა. ასრე რომე, სადაც ჩემსა საბატონოში და საბატონისა საბრძანებელში დიდისა წმიდის გიორგის მამულს, მისისა ყმასა ...ტავდა, არა შეცოდოს-რა. ჯვარი რომე ასვენნია, იმასა ქვაშეთა, შავარშეთ ზედანა, საკოჭავს, ციხიჯვარს, ყურისავალს და კიმოთისმანს სადა სულა დიდისა წმიდისა გიორგისა შესავალსა და მამულს ვინაც რომ ერჩის, ანუ ქურდობითა, ანუ მოტაცებითა, ანუ თავდასხმითა, ანუ წინადადგომითა, ანუ ღალატობითა.

უზედაესთა მოგახსენებ და უქვედაესთა გიბძანებ, ვინ გინდა-ვინ იყუნეთ, ბრძანება და სიგელი ესე ჩვენგან მიცემული, გაუთავეთ. ჩვენად გასამარჯვებლად მოგვიცემია და ჩვენთა შვილთა სადღეგრძელოდ მოგვიცემია. თუ ვინმე აწყენთ და ვნებთ, ჩვენად სისხლად და შეცოდებად ვიკითხავთ, იცოდეთ. ამისა დამამტკიცებელნი და გამთავებელნი ღმერთმან ადიდნეს.

საბუთის დათარიღება

edit
საბუთი უთარიღოა. იგი თარიღდება ქართლში დაუდ-ხანის მეფობის წლებით - 1569-1578.

პუბლიკაცია

edit