დედანი საბუთისა 1569-1578 წწ. - შეუვალობის წიგნი დავით-ხანისა სადგერის წმინდა გიორგისადმი

საბუთის აღწერილობა edit

დ ე დ ა ნ ი :ხეც, Sd-479; თხელი, კარგად შენახული, ოდნავ ჩამუქებული ეტრატი, ზომა: 32 x 21. ხელი არამწიგნობრული მხედრული; სპეციფიკური მოხაზულობის გრაფემები: ს, ხ, გ, ბ. მუქი ყავისფერი მელანი. განკვეთილობის ნიშანი: სამწერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ. verso-ზე დასმული აქვს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ორი ბეჭედი. საბუთი შედგენილია უწიგნურად - დიპლომატიკური წესების დარღვევით, გაუმართავი სინტაქსური კონსტრუქციებით. ტექსტს ახასიათებს ა-მეტობა.