1586 წ. 11.30. - მამულის წყალობის წიგნი სვიმონ მეფისა ჯიმშერ ჯავახიშვილისადმი




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

edit

დედანი:

საბუთის შინაარსი

edit
ქართული ტექსტი

ქ. ესე წყალობის წიგნი და ნიშანი შეგიწყალეთ და გიბოძეთ შენ, ჩუენსა ერდგულსა და თავდადებით ნამსახურსა ყმასა ჯავახიშვილსა ჯიმშერს, მას ჟამსა, ოდეს მამულისა წყალობასა გუიაჯენით.

ვისმინეთ აჯა და მოხსენება თქუენი და გიბოძეთ თქუენის განაყოფის როინისეული კერძი მამული, დღეს რასაცა მქონებელნი იყუნენ, მისითა მართლისა სამართლიანისა საქმითა და სამძღვრითა, ველითა, ვენაჴითა, წყლითა, წისქუილითა, ჭალითა, სასარითა, საჴნავ-სათიბრითა და სასაძოვროთა, მთითა ვიდრე ბარამდის.

გქონდეს და გიბედნიეროს ღმერთმან ჩუენსა ერთგულად სამსახურსა შიგან.

აწე, გიბძანებთ საჯავახიანოს ტარუღანო და მელიქნო, და სხუანო კარის ჩუენისაგან წარვლინებულნო მოსაქმენო, ვინ გინდა-ვინ იყუნეთ და ანუ ვინ გინდა-ვინ იქმნებოდეთ, მერმე თქუენც ასრე დაუმტკიცეთ, რარიგადაც ამა ჩუენგან ნაწყალობევსა ფარვანაშიგან ეწეროს, ნურც რასა თქუენ შეუშლით და შეეცილებით.

დაიწერა ნიშანი და ბძანება ესე ქორონიკონსა სოდ, გიორგობისთუესა , ჴელითა კარისა ჩუენისა მდივან-მწიგნობარისა, აბაშიძისა ესტატესითა.


recto-ზე უზის ორი მომცრო, ხოლო verso-ზე - ერთი მოზრდილი მრგვალი ბეჭედი სპარსული ლეგენდებით.


სპარსული ტექსტი

ამჟამად ჯემშიდ-ბეგ ჯავახისშვილის შეწყალების გამო, ჩვენ ვუწყალობეთ და ვუბოძეთ მას ძაღლის წლის დასაწყისიდან მანსურ და ბეჟან ჯავახისშვილის ოლქი, სადაც არ უნდა იყოს მათი წილი. ხსენებული ოლქის ქეთხუდებმა და გლეხებმა თავიანთი მალუჯათი და სახელმწიფო გადასახადები წლითი-წლამდე მოხსენებულ პირს გადაუხადონ და არაფერი არ დაფარონ და დამალო, მისი უსაზღვრო მორჩილი და გამგონი იყვნენ და მის სიტყვას და გონიერ რჩევას არ გადაუხვიონ. ხსენებულის მოვალეობა ის არის, რომ გლეხებს და შეუძლებელთ ისე მოეპყრას, რომ მისი მადლიერი იყვნენ. ამის შესახებ გამოცემული ბრძანება იცოდნენ და სავსებით ამის თანახმად მოიქცნენ.

მაღალი კარის მუსტოფებმა ამ ბოძებულობის რაყამი დავთარში შეიტანონ, ყოველ წელიწადს ახალ ბრძანებულებას ნუ მოითხოვენ და როცა მაღალი ნიშნით შეიმკობა და დამშვენდება, ერწმუნონ.

დაიწერა მოჰარემ ალ-ჰარამის თვეს, 995 წელს.


სპარსულ ტექსტს ბოლოში უზის სვიმონ მეფის დიდი მრგვალი ბეჭედი წარწერით: "იცის უბადლო ღმერთმა, რომ სულით და გულით მონაა შაჰისა სუიმონ 993.

საბუთის დათარიღება

edit

საბუთს აქვს თარიღი ქორონიკონი სოდ გიორგობისთვის ლ (30), ანუ 1986 წლის 30 ნოემბერი. მუსულმანური კალენდარით 995 წლის მოჰარამი შეესაბამება 1586 წლის 11 დეკემბერი - 1987 წლის 9 იანვარს.

პუბლიკაცია

edit