დედანი საბუთისა 1586 წ. 11.30. - მამულის წყალობის წიგნი სვიმონ მეფისა ჯიმშერ ჯავახიშვილისადმი

საბუთის აღწერილობა

edit

დ ე დ ა ნ ი: ხეც, Qd-8624; ქაღალდი; ზომა: 30 x 16,7 სმ; დაზიანება: თავნაკლული, მთლიანად დაფარულია ნესტის მონაცისფრო ნადებით. ქვედა კიდე წაჭრილია, კიდეები გამაგრებულია სარესტავრაციო ქაღალდით. შავი მელანი; მწიგნობრული მხედრული ხელი. განკვეთილობის ნიშანი: ორწერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ. საბუთი ორენოვანია - ქართულ-სპარსული. სპარსული ტექსტი დაწერილია verso-ზე, რეიჰანის მსგავსი ხვეული ხელით. მას მოსდევს 1827 წლის 21 იანვარს შესრულებული რუსული მმართველობის სარეგისტრაციო მინაწერი. საბუთს ახლავს სპარსული ტექსტის რუსული თარგმანი.