1615 წ. - წყალობის წიგნი ლუარსაბ მეფისა დავით დავითიშვილისადმი

‎‎




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

edit

ძველი პირი:

საბუთის ტექსტი (2019 წლის გამოცემის მიხედვით)

edit

ქ. ესე წყალობისა წიგნი და ფიცი გიბოძეთ ჩუენ, მეფემა პატრ[ო]ნ[მან] ლუარსაბ, [თ]ქუენ, დავითსა და შუილთა შენთა კოსტანტინეს, ელიზბარსა და შიოშს.

ასრე და ამა პირსა ზედან, რომე მოხუედით კარსა ჩუენსა, და ვისმინეთ აჯა თქუენი და მოგიბოძეთ, რისაცა მამულისა და ყმისა მქონებელი იყავით – ანუ ვაჭრისა, და ანუ აზნაურისშუილისა, ანუ ძუელად ნაქონი და ანუ ჩუენგან ნაბოძები – ყუელა უკლებ{ლ}ად შენთუის და შუილთა თქუენთათუის გუიბოძებია ყოვლის კაცისაგან ჴელშეუალად.

და თუ ვინმე შენი თავი შემოგუაბ{ე}ზღოს, გაგიკითხოთ, და რისაცა შემცოდენი არ იყოთ, მის მეტი არა-რა გარდაგაჴდევინოთ-რა. და არცა-ვის უსამართლოდ საბალო{ო}დ დავანებოთ შენი თავი. და არას შენის გუარის კაცს შენს მამულზედ ჴელი არა ჰქონდეს, და აბანო, რარიგაცა უწინ ჰქონებოდეს, ისრევე თქუენთუის გუიბოძებია. და რარიგაცა ბედნიერის ყაენის ფარვანა გქონდეს, ჩუენცა ისრე გაგუითავებია.

აწე, გქონდეს და გიბედნიეროს ღ(მერ)თმა ჩუენსა ერთგულად სამსახურსა შინა.

ამისად გათავებისა{დ} თავდებად მოგუიცემია ღმერთი და ყოველნი მისნი წმინდანი, ჴორციელნი და უჴორცონი. და ჴელიცა ასრე ჩაგირთოთ, რომე გუნებაში ამის გათავებისგ[ან] მეტი სხუა არა ა[ღ]ვიაროთ-რა.

ქ(ორონი)კ(ონ)სა ტგ.

ხელრთვა: ლუარსაბ.

ბოლოში უზის დიდი სპარსული ბეჭედი.



პირის გადამღების მინაწერები:

1. ქ. ესეც სწორე ს{ე}ვადაი არის, ღ(მერ)თი მომეცეს თ{ა}ვდ<ა>ებათა და ამისი დ<ა>ედანი აქ მაქსა.

ბეჭედი: დავით

2. ქ. ეს ს{ე}ვადაი მე, ქ{ა}იხოსრობეგს წამიღია.

ბეჭედი: ქაიხოსრო.


გვიანდელი მინაწერები:

1615 წ. ამის ნამდვილიც გვაქვს. გ. თ. 1615 წ. გადაწერილია.

საბუთის დათარიღება

edit
 თ ა რ ი ღ ი: ქორონიკონი ტგ (303), რაც გვაძლევს 1615 წელს.

შენიშვნები

edit
2019 - დოკუმენტური წყაროები XVII საუკუნის I ნახევრის ქართლისა და კახეთის მეფეების შესახებ - ტომი I - გვ.124
დავითიშვილების შესახებ იხ. საბუთები: Hd-102243 ბ, Hd-14631

პუბლიკაცია

edit