ძველი პირი საბუთისა 1615 წ. - წყალობის წიგნი ლუარსაბ მეფისა დავით დავითიშვილისადმი

საბუთის აღწერილობა

edit

ძველი პ ი რ ი: ხეც, Sd-600; ამ ნომრის ქვეშ დაცულია ორ სხვადასხვა ზომის ფურცელზე გადაწერილი ერთი და იგივე საბუთის ტექსტი. დაწერილია მოყვითალო ფერის ქაღალდზე; პირველის ზომა: 29X14,8 სმ. მეორის - 34,6X15,5 სმ. მეორეს აკლია დასაწყისი ნაწილი და ახასიათებს ალაგ-ალაგ ორთოგრაფიულად მცდარი წაკითხვები. გადამწერს შეუნარჩუნებია დედნის განკვეთილობის ნიშანი: სამწერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ. გამოცემაში გამოყენებულია პირველი ტექსტი.