1648 წ. შეწირულების განახლების წიგნი როსტომ მეფისა სვეტიცხოვლისადმი




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

edit

საბუთის დედანი დაკარგულია, თედო ჟორდანიამ საბუთი გამოაქვეყნა ამჟამად დაკარგული ძველი პირის მიხედვით, არსებობს 1848 წ. ს.ტაბიძის მიერ პირიდან გადაწერილი პირი

დედანი: დაკარგულია.

პირები:


საბუთის ტექსტი

edit

ქ... ჩ(უე)ნ, მეფეთ-მეფემან როსტომ ... და დედოფალმან მარიამ [1] .. შეწევნითა... შენითა (მცხეთის) მტერნი და წინააღმდგომნი სამარადისოდ ლტოლვილ და უკუქცეულ არიან. და ნებითა თქუჱნითა ვერვინ მკადრე არს წინააღმდეგობად ჩუენდა...

აწ დავიწყოთ ამბავისა ჩუენისა მბობა. ოდეს სიყმაწვილეთა ჟამთა ჩუენს ბედნიერს შაჰაბასს ყაენს მაახლეს, და გამომზარდა პატივცემითა, ვითა მართებდა ჩუჱნთა გუართა მეფეთა ნათესავსა. რა გავაჟკაცდით, მოვაწონეთ თავი სამსახურითა, უყვარდით და უღირდით შვილურად. გვიბოძა ყულარაღასობა. მაშინ იყო ყულთ ჯარი ქართუჱლთ შვილი, ბედნიერის ყაენისა მასახელებელი. სადაც გუასარდრის და გაგუგზავნის, გამარჯუჱბულნი და პირნათელნი მოვიდით. მრავალი სახელი და გამარჯუჱბა გვინახის. ასე ეწადა, რომე სამსახურსა ჩუენისა სამუქფოდ ბევრი კარგი ექნა და უფრო სიდიდე მოემატებინა.

ამ დროსა უფროსი ჩუენი ძმა, მეფე ბაგრატ, ქართლით ბატონობდა და კახი ბატონი ამავ შაჰაბაზ ყაენისაგან თავის საბატონოდამე გაღარიბებულ-გაგდებულ იყო და კახეთი შიგნითი ოჴერი, და ნაპირის ალაგი შენი. და ყაენისაგან კახეთიცა იორს აქათი და ჩერქეზს აქათი, ჩ(უე)ნის ძმისათვიის ნაბოძები ჰქონდა. ამ საქმესა მეფობისა გარიგებ[ა]სა, ნადირობ[ა]სა, ლხინსა და უხუად გაცემ[ა]სა შინა იყო. იმ სიდიდისა დროსა სოფელმან მისი წესი მოინდომა და ამ სოფლით ბატონი ბაგრატ მიიცუალა. შეიქნა ტირილი და გლოვა სრულიად საქართველოში. და შვილი მისი იყო ბატონი სვიმონ გლოვასა და მწუხარებასა შინა. რაჟამს მიესმა სიკუდილი ბაგრატისი შააბაზს ყეენსა, და ასრე დაუმძიმდა, ვითა ძმა ყოფილიყო; მაშინვე გამოგზავნა კაცი და სამძიმრის წიგნი. შვილს იმედის მიცემა და წყალობის ქადება დაუწერა. წელიწადზედა შეიწყალა ბატონი ს ვ ი მ ო ნ . ყ ა რ ჩ ი ღ ა ხ ა ნ სარდარი იყო; გამოუგზავნა თვისი ქალისშვილი ბატონს სვიმონს ცოლად, ესე ყ ა რ ჩ ი ღ ა ხ ა ნ და ათი-თორმეტი ხანი გამოატანა. ქალაქს მოვიდნეს, რომელსა ეწოდების ტფილისი და ქორწილი უყჱს. იყვის მღერა, ნადიმი და მეჯლიში, ბურთობა და ყაბასის სროლა. რა ქორწილობა გარდაიჴადეს, ბრძანება იყო ყაენისა, რომე კახი-კაცი გაეწყვიდა და კახეთში ყიზილბაში დაესახლა. და კახეთს პატრონობდა ბარდის ხანი ფეიქარხან.

შეიყარა კახი ლაშქარი; მივიდეს მუხრანს აღაიანის მინდორშია და ყათლამი უყუჱს ღალატით: ერთობილნი კახნი დაჴოცეს. ეს იწყინეს ქართუჱლთა ქრისტიანთ უბრალოდ დაჴოცა; შეიყარნეს ქართუჱლნი. დაესხნენ მარტყოფში ყიზილბაშთა თავსა. ყარჩიხან სარდარი და უ ს უ ფ ხ ა ნ შირვანის ხანი და სხვა ხანები და სულთნებიც მრავალი დაჴოცეს. აივსნეს საშოვრითა: ოქრო¡თა ვერცხლითა, თვალითა, მარგალიტითა. მრავალისა უცხოს ნაქსოვითა, ცხენ-აქლემითა და ჯორითა. ამაზედ ჩამოიყუანეს კახი ბატონი თ ე ი მ უ რ ა ზ და გააბატონეს მცხეთას ზედათ ქართლსა და კახეთსა . ბატონი ს ვ ი მ ო ნ ტფილისს იჯდა, სომხით-საბარათიანოს პატრონობდა. ჩუენ იმ ჟამში ბედნიერმან ყაენმან თავის ტახტის ისპაანის მოურაობა გვიბოძა, დიაღ, სიდიდე მოგუჱმატა.

ამასობაში მოვიდა ბრძანება ღმრთისა და შაჰბაზ ყაენმან ტახტი დაცალა და ამ სოფლით მიიცუალა მაზანდარის ქუჱყანას, აშრაფს რომ ყეენის სასახლე არის. და ჩუენ ვიყვენით ისპაანს, ყეენის შვილები და შვილისშვლები იქ იყუნენ. მრავალჯერ ქმნილიყო წინათ ჟამშია ჴელმწიფეთ მიცვალებასა ზედა ერთმანერთი გაეწყვიტათ და მრავალი სისხლი დაღვრილიყო. ჩუენ ძალითა და შეწევნითა ღმრთისათა, გავსინჯეთ საქმე: შვილიც იყო ყაენისა, მაგრამე თავად თვალდამწუარი იყო, სინათლეცა ჰქონდა. მაგრამე უფროსი შვილიშვილი იყო, დიაღ კარგი, თუალად და ტანად შუნიერი, ჴელმწიფობა იმას შეფერებოდა. ამოვიყვუანე და ტახტზე დავსვი. და მიულოცეთ ჴელმწიფობა შაჰ სეფის ყაენსა, ვაკურევინეთ ქანარა და ნაღარა, მივსწერეთ შორსა და ახლოსა ბრძანება, თუ: მოდით და თაყუანის ეცით~. მოვიდეს ყოვლის ადგილიდაღმე ხანები და სულთნები, მიულოცევდით ჴლმწიფობასა. და აყრიდენ თვალ-მარგალიტსა წლამდისინ. და ადიდეს. და მოეწონათ ყოველთა მნახავთა, თქუეს და აქეს: `არა არისო ჴელმწიფე ქუეყანასა ზედა ამისი მსგავსიო~, გააკვირვა ყოველი რჯული და სული ლხინითა, ნადირობითა და გაცემითა. გაისმა ქება სიკეთისა ყოველსა ქუეყანასა.

ამ დროს წამოეჭიდა ჩუენი ძმისწული ბატონი ს ვ ი მ ო ნ და კახ-ბატონს ქართლი წაართუა და კახი ბატონი თავის ალაგს იყო. იმავ წელიწადს ამდონი ისაჯა კახმა ბატონმა თ ე ი მ უ რ ა ზ , თავისი ქალი და მისივ ყმა ჩარქაზი გიორგი მოღალატედ შეუყენა და მძინარე ბატონი სვიმონ დააკულევინა, ქართლს გაბატონდა, სომხითი და საბარათიანო დაიჭირა. რა გაიგონა შაჰ სეფი ყაენმან, მწუჱდ იწყინა, კახ ბატონს გაუწყრა, ჩუენი საბატონო ჩუენ გვიბოძა. გამოგუატანა ყიზილბაშთ სარდარი, ჩ(უე)ნის ძმის, ბატონის ბაგრატის სახლხუცის, სააკაძე ბეჟანის შვილი რ ო ს ტ ო მ ხ ა ნ და მრავალი ლაშქარი. მოვედით, კახთ ბატონი გავაგდეთ და ჩ(უე)ნი საბატონო დავიჭირეთ. ბატონი თეიმურაზ იმერეთს შეიხიზნა: ქალი იყო იმისი იმერლის მეფის შვილის, ალექსანდრეს ცოლი, და ჩუენ და დადიანი ბატონი ლ ე ვ ა ნ დავმოვყვრდით და შევირთეთ და¡ მისი. ეს ბატონი დედოფალი ხომ ყოველთა მნათობთა ზედა ქებული. მოვიწადინეთ იმავ წელიწადს ქორწილის ქნა, და გზა არ დაგუანება იმერელთ მეფემან გიორგიმ. შევიყარენით. აქათ ჩუენ და მივედით სამცხეს, ოცხეს დავდეგით. იქით წამოვიდა დადიანი შეყრით და ქალი წამოიყუანა. წინ გარდაუდგა მეფე გიორგი. შეიბნენ და გაემარჯუა დ ა დ ი ა ნ ს ა . და დარჩა ჴელთა მეფე გიორგი. ჩუენც ჩავედით კაკას ჴიდს, იმერეთშია და მობრძანდა ბატონი დადიანი. შევიყარენით და გავიხარენით ერთმანერთის ნახვითა, ლხინითა და განსუÀნებითა. წაბძანდა იქით დ ა დ ი ა ნ ი და წამოვედით მხიარულნი, იმერეთი ჩამოვიარეთ და მოვედით ტფილისს, ქორწილი გარდავიჴადეთ და გულის ნებას ვეწიენით.

იყო კახი ბატონი იმერეთს. ჩხუბისა და ავის საქმისაგან თავი არ აიღო და არც დასწყნარდა: კახეთში ჩამოვიდა მთის გზიდამე. მრავალს ადგილს ჩუენი თავსდასხმა და ღალატი მოინდომა, და ჩუენ, განაღამც ბატონის სისხლსა ვსთხოვდით, და ქუჱყანას ვურბევდით, და ბევრი ავი საქმე ვუყავით. ბოლოს შემოვიდნენ შუა კათალიკოზი, ბერები, ერისთუჱბი და თავადები, და დანდობის საქმეს გამოგუჱხუჱწნეს, და ორს წელიწლამდი ერთმანერთი დაინდევითო, მას უკან გასამართლდითო და, რაც სამართალმა გიჩინოს, ბატონის სვიმონის სისხლი იმ გუარათ მოიკითხეთო.

დაგვიდვა კახმა ბატონმა თეიმურაზ სანდოთ საფიცრით სოფელი გავაზი და სოფელი კისისხევი, ჩუჱნის თავადისშვივლებისა და გლეხების მოცემას დაგუპირდეს. ჩუჱნც, რომელიც საფიცარი მივეცით და ან პირობა დაუდევით, ყუელაკა გაუთავეთ. და კახმა ბატონმა რაც პირობა და ფიცი მოგუცა, არც ერთი არ გაგვითავა. ამაზედან ავიშალენით. აქათ ჩუენ შევიყარენით და იქით კახი ბატონი. ქისიყისკენ თათრები ვუჩინეთ. კახი ბატონი თიანეთს მისულიყო და ჩუენ იქით წავედით.

შემოგიარეთ სუჱტო ცხოველო, ღვთივ-აღმართებულო, მოვედით კარსა თქუჱნსა და ღაღადებით შენგან შეწევნა ვითხოეთ. არაგვის პირის-პირ შევიარეთ და თიანეთს მოუჴედით. კურთხეულ ხარ ძლიერო და უძლეველო, ყოვლისა მპყრობელო ღმერთო, რომე სიდიდე და სამართალი შენი ყოველსა კაცს დაანახუჱ. შევიბენით და გავიმარჯუჱთ. დროშა, ქანარა და ნაღარა გავაგდებინეთ. სახლის ხუცესი რ ე ვ ა ზ და მრავალი საბატიოს კაცისშვილი სხუა, მოვუკალით და გავაქცივეთ, უკან მივყევით და გრემს მივედით. სრულიად კახნი ჯალაბობრივ იქ იდგნენ, იქით ბატონის თეიმურაზის შვილი დ ა ვ ი თ და ჩუენგან გაგზავნილი თათრები შეყრილიყუნენ. შებმულიყვნენ ქისიყის ბოლოსა და თათრებს გამარჯუჱბოდა და ბატონიშვილი დავით მოეკლათ და მრავალი საბატიოს კაცის შვილი დაეჴოცა. ჩუენ გრემს ვიდექით. მეექუსეს დღეს ეს ამბავი მოგვიივიდა და კახნიც მოგვივიდეს.

ბატონს თეიმურაზს ბიძის ჩუენის, მეფის სვიმონის ქალი ედგა. მოვიდა დედოფალი ხ უ რ ა შ ა ნ და მუჴლს გამოგუჱხვა, ამას გუჱხუჱწა, თუ ერთი წუჱთი სისხლი გუაპატივე და შენს სიძეს გზა დაანებეო. რადგან ბიძის ქალი იყო, ჩუენი აღარა გაეწყობოდა-რა, გზა მივეცით და იმერეთს გავაგდეთ. კახნი და დარბაისელნი ერთგულობაზე ვიფიცეთ და კახეთი ნასისხლად დავიჭირეთ. ყაენს მახარობელი გავუგზავნეთ და გამხიარულებულიყო, span style="color:green">კახეთი ყაენმაც გვიბოძა.

რადგან მოვიდა ჩუენს ზედა წყალობა და შეწევნა თქუენი, ჩუენცა... მოვაჴსენეთ... (მცხეთის) გარესჯას ორივე უდაბნო და სრულიად გარესჯის სახლი და შესავალი ყოველითურთ უნაკლულოდ... და ქათალიკოზ ქ რ ი ს ტ ე ფ ო რ ე ს .. რარიგადაც წინად ერთობაში, ან მასუკან გაყრაშია და ან ბატონის ლ ე ო ნ ი ს ა გ ა ნ , და ანუ ა ლ ე ქ ს ა ნ რ ე ს ა გ ა ნ , ან მას უკანა საგარეჯოს სოფლები ყოფილიყო შეწირული წინა-საგარეჯო, ამ წესითა, რომე საყაენოს საურსა ლაშქარ-ნადირობასა და გომბორს გარეთ სხუა ჩუენი ჴელი არა შემოვიდოდეს. ჩუჱნი და თქუჱნი სარგო რარიგად ძუჱლს სიგელში ეწეროს... იმ გუარად შემოგვიწირავს წინა და უკანა საგარეჯო... ორივე საგარეჯო თემი და მამული. არ გაიცეს არა დიდი, არა მცირე...

კიდევ შეგუიწირავს ახლად მარიამჯუარში ზანდარა შ ვ ი ლ ი შ ა ვ ე რ დ ა , მისი შვილი გ ა რ ს ე ვ ა ნ და ო თ ა რ ი ... ესეები მათის მამულითა... ქათალიკოზო ქ რ ი ს ტ ე ფ ო რ ე ! თუმცა დავიწყებულ ვიქმნებით თქუენ მიერ მსხუჱრპლ-შემწირველობითა, ლოცვათა და ღმრთისა მიმართ ვედრებათა შინა... (წყევა).

დაიწერა ესე გუჯარი მეფობისა ჩუენისა მეათექვსმეტესა... ქორონიკონსა: ტლვ, ჴელითა კარისა ჩუჱნისა სალაროს მწიგნობრის ფირალისითა.


  1. E-073/53-ის მიხედვით საბუთის გამცემია აგრეთვე როსტომის და მარიამის შვილი ლუარსაბი


საბუთის დათარიღება

edit
 თ ა რ ი ღ ი: ქორონიკონი ტკა (321), მარტის კგ, რაც უდრის 1633 წლის 23 მარტს.

სპარსული საბუთის თარიღი 1042 წლის რამაზანი შეესაბამება 1633 წლის 11 მარტი - 10 აპრილი.

კომენტარები

edit
2021 - დოკუმენტური წყაროები XVII საუკუნის I ნახევრის ქართლისა და კახეთის მეფეების შესახებ - ტომი II - გვ.47-48

ბეჟან ამილახვარი - ქართველი დიდებული. ცხოვრობდა ირანში. 1633 წელს იგი ქართლის მეფედ დანიშნულ როსტომს ჩამოჰყვა ირანიდან. ირანიდან გამოყოლილ წარჩინებულთა შორის ფარსადან გორგიჯანიძე ბეჟანს პირველ ადგილზე ასახელებს (ფარსადან გორგიჯანიძე, 1925: 239). როსტომმა იგი დაუპირისპირა იოთამ ამილახორს, რომელმაც მხარი თეიმურაზ I-ს დაუჭირა. ამიტომ იოთამს ჩამოართვეს ამილახორობა და სხვა საგვარეულო სახელოებთან ერთად გადასცეს ბეჟანს - ზემო ქართლის სარდლობა და გორის მოურავობა. ზემომოყვანილი საბუთი ცხადყოფს, რომ ბეჟანი საამილახოროს მეთაურად როსტომს ქართლში გამეფებისთანავე, 1633 წელს, დაუნიშნავს. (გვრიტიშვილი, 1955: 402).

პუბლიკაცია

edit