ძველი პირი საბუთისა

საბუთის აღწერილობა

edit

პირი თითქმის დედნის თანადროულია - არა უგვიანეს 1260 წლისა.

პ ი რ ი : ხეც. Ad-7. ეტრატი, გრაგნილი.
ზომა: 68 x 5-15 (სამი კეფი: I - 26,5x11,5-15; II - 28x5-13,5; III - 14,5x5-7. კეფები ერთმანეთისგან მოგლეჯილია.
განკვეთილობის ნიშანი: ორწერტილი, ზოგჯერ სამწერტილი ერთი, ორი ან სამი სიტყვის შემდეგ.
დაზიანება: 1). I კეფის მარცხენა და მარჯვენა კიდეები ჩამოგლეჯილია, რის გამოც 1-26 სტრიქონების დასაწყისში აკლია 1-10 ასო, ხოლო ბოლოში 1-8 ასო; 2). II კეფის მარჯვენა მხარე ჩამოგლეჯილია, რის გამოც 27-39 სტრიქონებს ბოლოში აკლია 7-13 ასო, ხოლო 40-47 სტრიქონებს 13-47 ასო; 3). III კეფის მარცხენა და მარჯვენა კიდეები და ბოლო ასევე ჩამოგლეჯილია, რის გამოც 48-51 სტრიქონებს ბოლოში აკლია 2-11 ასო.

საბუთი რომ პირია, ამას მოწმობს ის, რომ მინაწერი საბუთები (გარდა გრიგოლ სურამელის ხელრთვისა) და საბუთის ძირითადი ტექსტი ერთი ხელითაა დაწერილი. როგორც ჩანს, საბუთი თავისი მინაწერებით, გადაწერეს და დაამტკიცებინეს გრიგოლ სურამელს.