XV ს. მიწურულს შესრულებული პირი საბუთებისა

საბუთის აღწერილობა

edit
  1. ეტრატი; გრაგნილი; შედგება ექვსი კეფისაგან; ზომები: 130,5X17,5 სმ.; ტექსტი შესრულებულია მუქი ყავისფერი მელნით; განკვეთილობის ნიშანი: ორწერტილი თითქმის ყოველი სიტყვის შემდეგ; ყოველი კეფის კიდის გაყოლებაზე აღინიშნება მცირე ზომის ნასვრეტები, სავარაუდოდ, სტრიქონების დახაზვის დროს წარმოშობილი - [2011 - ჟღენტი ნიკოლოზ - მთის წმ. გიორგის სიგელის ტექსტი-გვ.204]
  2. ეტრატის გრაგნილი; ზომა 152x16,5/18. შვიდი ერთმანეთზე გადაწებებული კეფი; გამონაკლისია მე-2 და მე-3 კეფები, რომლებიც ერთმანეთთან შავი ძაფით ზიგზაგისებურად არის გადაკერებული. I - 22,5x16,5; II - 23x17,5; III - 23x18; IV - 22,5x17; V - 22,5x17; VI - 22x17,5; VII - 17x18. მელანი გახუნებული შავი, ხელი კალიგრაფიული მწყობრი მხედრული; განკვეთილობის ნიშანი: ორი წერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ. - [2014 - კორპუსი - III - გვ.155].


K-0608-გ

ძველი პირი საბუთისა

ქიემ, 608 გ; მოთავსებულია ეტრატის მე-5-6 კეფების verso-ზე. მელანი ყავისფერი, მსხვილი, კალიგრაფიული მხედრული მსგავსი ალექსანდრე მეფის საბუთის ხელისა; განკვეთილობის ნიშანი: ერთი და ორი წერტილი. ტექსტს ახასიათებს ე-მეტობა.