პირი საბუთისა 1633 წ. 03.11. - მამულის წყალობის წიგნი როსტომ მეფისა დავით დავითიშვილისადმი

საბუთის აღწერილობა

edit
  • წყალობის წიგნი როსტომ მეფისა, 43,5 X 17 სანტ., დაწერილია თხელს ქახალდზე მრგვალის მხედრულის ხელით. ნიშნებათ ნახმარია ორ-ორი წერტილი - საქართველოს სიძველენი, ტ.II, N 188
  • პ ი რ ი: ხეც, Sd-601; მოყვითალო ფერის ქაღალდი, ზომა: 44X16,5 სმ. შავი ფერის მელანი, მხედრული, განკვეთილობის ნიშანი: ორწერტილი და სამწერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ; დაზიანება: საბუთის თავში ტექსტის ნაწილი მოხეულია, კიდეები ალაგ-ალაგ დაზიანებული, შევსებულია სარესტავრაციო ქაღალდით. საბუთი ქართულ-სპარსულია. სპარსული ტექსტის პირი შვიდ სტრიქონად ერთვის ქართულ ნაწილს. - დოკუმენტური წყაროები, ტ.II-გვ.60