გელათის ღვთისმშობლის ხატი - ქაიხოსრო მხეციძის მოჭედილი

ქართული სიძველეები




ქართული სიძველეები



გელათის ღვთისმშობლის ხატი





შესავალი

edit

ქუთაისის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში დაცულია ღვთისმშობლის ხატი (საინვ. N 3869), რომელიც ადრე სოხასტერის მონასტერს ეკუთვნოდა.

ხატი აღწერილი აქვთ მ. ბროსეს, გ. წერეთელს (სიძველე N 25, წარწერა N 50) და სხვა. საინტერესოა, რომ ნ. კონდაკოვი ქაიხოსრო მხეციძის მოჭედილ მხოლოდ გელათის მაცხოვრის ხატს იხსენიებს.

ხატის აღწერა

edit

25. Икона Пресвятой Богородицы, литая, 12 вершковъ длины и 9 1/2 вершковъ ширины.

ღვთისმშობლის ხატი (საინვენტარო N 3869): ვერცხლით მოჭედილი, ზომა 14 x 51 სმ; ღვთისმშობელი წარმოდგენილია ყრმით ხელში; აშიებზე ყვავილებია გამოსახული. ხატი რელიეფურია: შემკულია თორმეტი თვლით.

წარწერა გელათის ღვთისმშობლის ხატზე

edit

წარწერის ტექსტი

edit

ქ. მე, მხეციძემან ქაიხოსრო და თანამეცხედრემან ჩვენმან ერისთავის ქალმან ანა მოვაჭედინეთ ხატი ყოვლად წმიდისა, რათა მეოხ და მფარველ გვექმენ ორთავე ცხოვრებასა. და ძენი ჩვენნი დაიცვენ დღეგრძელად.

დათარიღება

edit

მ. ნიკოლეიშვილს ქაიხოსრო მხეციძე 1531 წელს გარდაცვლილ მოლარეთუხუცეს სარგის მხეციძის ვაჟად მიაჩნია და ხატს XVI საუკუნის I ნახევრით ათარიღებს.

ლიტერატურა

edit