ქ. მე, მხეციძემან ქაიხოსრო და თანამეცხედრემან ჩვენმან ერისთავის ქალმან ანა მოვაჭედინეთ ხატი ყოვლად წმიდისა, რათა მეოხ და მფარველ გვექმენ ორთავე ცხოვრებასა. და ძენი ჩვენნი დაიცვენ დღეგრძელად.
გელათის ღვთისმშობლის ხატი - ქაიხოსრო მხეციძის მოჭედილი
ქართული სიძველეები
გელათის ღვთისმშობლის ხატი
შესავალი
editქუთაისის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში დაცულია ღვთისმშობლის ხატი (საინვ. N 3869), რომელიც ადრე სოხასტერის მონასტერს ეკუთვნოდა.
ხატი აღწერილი აქვთ მ. ბროსეს, გ. წერეთელს (სიძველე N 25, წარწერა N 50) და სხვა. საინტერესოა, რომ ნ. კონდაკოვი ქაიხოსრო მხეციძის მოჭედილ მხოლოდ გელათის მაცხოვრის ხატს იხსენიებს.
ხატის აღწერა
edit25. Икона Пресвятой Богородицы, литая, 12 вершковъ длины и 9 1/2 вершковъ ширины.
ღვთისმშობლის ხატი (საინვენტარო N 3869): ვერცხლით მოჭედილი, ზომა 14 x 51 სმ; ღვთისმშობელი წარმოდგენილია ყრმით ხელში; აშიებზე ყვავილებია გამოსახული. ხატი რელიეფურია: შემკულია თორმეტი თვლით.
წარწერა გელათის ღვთისმშობლის ხატზე
editწარწერის ტექსტი
editდათარიღება
editმ. ნიკოლეიშვილს ქაიხოსრო მხეციძე 1531 წელს გარდაცვლილ მოლარეთუხუცეს სარგის მხეციძის ვაჟად მიაჩნია და ხატს XVI საუკუნის I ნახევრით ათარიღებს.
ლიტერატურა
edit- 1851 - მარი ბროსე - Rapports - Rap. XI - გვ.45 b
- 1891 - Церетели Г.Е. - Полное собрание надписей на стенах и камнях и приписок в рукописях Гелатского монастыря - N 25 - გვ.257
- 1971 - ნიკოლეიშვილი მიხეილ - ქუთაისის მუზეუმის მასალებიდან (ძეგლების წარწერები) - გვ.155-156
- 1973 - სოსელია ოლღა - ნარკვევები ფეოდალური ხანის დასავლეთ საქართველოს ისტორიიდან - წიგნი I - გვ.15-16