- 1772 წლის 14 ივლისს გიულდენშტედტი სოფელ წესში შეხვდა ალექსანდრე ბატონიშვილს. "ის არის დაახლოებით თორმეტი წლისა, შავგვრემანი, ტანადი, მშვენიერი ყმაწვილი, ძალიან ცოცხალი, სათნო და მოსიყვარულე სახის გამომეტყველებისა. ეს ერთადერთი ვაჟი სოლომონ მეფემ მიაბარა თავად გიორგი წულიკიძეს, თავის ყველაზე უერთგულეს თავადს, რომელიც მას ყველგან დაჰყვება". - გვ.111
- 1772 წელს იმერეთის სამეფო სახლის ცოცხალი წევრებს შორის დასახელებულია: "7. ალექსანდრე, სოლომონის ერთადერთი მემკვიდრე ბატონიშვილი, დაბადებულია 1760 წელს, არის მშვენიერი გულისხმიერი ახალგაზრდა". - გვ.205
იმერეთის ბაგრატიონები
დემეტრე ბატონიშვილი - ალექსანდრე II-ის ძე
editალექსანდრე ბატონიშვილი - სოლომონ I-ის ძე
edit- მამა: სოლომონ I
- დედა: მარიამ დადიანი
- ქმარი: ელიზბარ გიორგის ძე ქსნის ერისთავი
- შვილები:
ქართული საბუთები
edit
ამ საბუთების გამცემები არიან მეფე სოლომონ I, დედოფალი მარიამ დადიანი და მათი შვილი ალექსანდრე:
იოჰან გიულდენშტედტი
editმარიამ II ბატონიშვილი, სოლომონ I-ის ასული, ქსნის ერისთავის ძის პოდპოლკოვნიკ ელიზბარის მეუღლე. დარეჯან II-ის და. ჰყავდა სამი ვაჟი: იოანე, ზურაბ და დიმიტრი [1]. გათხოვებისას თავის ასულს მამამ მზითვად მისცა სვერის ციხე მისი მიდამოებით [2], მაგრამ სოლომონ II რომ გამეფდა (1789 წ.), ეს ციხე ჩამოართვა მას და ამზითვა თავის დას, აგრეთვე მარიამს, რომელიც მალხაზ (მელქისედექ) ანდრონიკაშვილზე იყო დაქორწინებული [3]. ხოლო სოლომონ I-ის ასულ მარიამს და მის მეუღლეს ელიზბარს სვერის სანაცვლოდ სოფ. უხუფი უბოძა [4].
მალხაზი 1810 წელს ოსმალეთში ლტოლვილ სოლომონ II-ს გაყვა ემიგრაციაში. ემიგრირებული თავადის ქონება სახაზინოდ გამოცხადდა. ელიზბარმა კი დასახელებულ სოლომონის წინააღმდეგ ბრძოლასი რუსთა სარდლობას დიდად უერთგულა. ამ ერთგულებისათვის რუსეთის მთავრობამ მარიამის ნამზითვი სვერის ციხე მის ქმარს ელიზბარს დაუბრუნა.
1825 წლის 25 აგვისტოს მარიამი ჯერ კიდევ ცოცხალია, მაგრამ ავადმყოფია და "მოახლოებული სიკვდილის" მოლოდინშია [5]. იგი უთუოდ აღნიშნულ წელს ან მის ახლო ხანს გარდაიცვალა.
- ↑ ხელნაწ. ინსტ., ფ. Hd, N 6751, 10222; საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, A კოლექცია, ტ.IV, თბ., 1954, გვ.336 (15, საბუთი ა.).
- ↑ ეს მოხდა 1757 წელს, ხრესილის ომის შემდეგ (იხ. ო.სოსელია, ნარკვევები..., 1, გვ.163).
- ↑ იქვე
- ↑ ხელნაწ. ინსტ., ფ. Hd, N 6751,
- ↑ იხ. იქვე, N 10222; ო.სოსელია, ნარკვეგები..., I, გვ.163-164.
არჩილ ბატონიშვილი - ალექსანდრე V-ის ძე
edit
- მამა: ალექსანდრე V
- დედა: თამარ აბაშიძე
- ცოლი: ელენე ბატონიშვილი
- შვილები:
ლიტერატურა
edit
არჩილ II ბატონიშვილი, ალექსანდრე V-ის მეხუთე ვაჟიშვილი, ძმა მეფე სოლომონ I-ის, ნარინ-დავითის, იესეს (იოსების), ბაგრატის და გიორგი ბატონიშვილებისა[1]. იხსენიება 1747, 1748, 1752-1775, 1753, 1755, 1760, 1762, 1769, 1770, 1772 წლების დოკუმენტებში[2].
დაქორწინებული იყო ერეკლე II-ის ასულ ელენე ბატონიშვილზე. ჰყავდა ერთი ვაჟი დავითი, რომელიც გამეფების შემდეგ სოლომონ II-ედ იწოდა[3] და ერთი ასული მარიამ.
არჩილი ცხოვრობდა როგორც „იმერელი თავადი“ თავის მამულში (ზემო იმერეთს). მისი რეზიდენცია იყო საზანოსა და კაცხს. მისი აზნაურები იყვნენ მესხები, ავალიანები, ასათიანები [4].
არჩილის საუფლისწულოს გამოყოფა სოლომონ I-ის სურვილის წინააღმდეგ რთულ საშინაო და საგარეო პირობებში მოხდა[5]. ეს მოხდა უთუოდ იმ დროს, როცა მეფემ თავის მეტოქე ბიძაშვილი თეიმურაზი ციხეში გამოკეტა (1768 წ.) და თურქი აგრესორებისა და რაჭის ერისთავის როსტომის წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდებოდა (1768-1769 წწ.). არჩილმა ამ ბრძოლაში სოლომონს დიდი სამსახური გაუწია[6]. ამ სამსახურის სანაცვლოდ, როგორც ჩანს, მეფემ მას საუფლისწულო გამოუყო, მაგრამ არჩილი ამით არ დაკმაყოფილდა. 1772 წელს მან მეფეს კვლავ მოსთხოვა მამულები და ციხეები. სოლომონმა გადაჭრით უარყო მისი მოთხოვნა. ამ ნიადაგზე მათ შორის ერთხანს მტრობა ჩამოვარდა არჩილი საიდუმლოდ ახალციხის ფაშასა და დადიანს დაუკავშირდა: პირველს თურქეთის ქვეშევრდომობაში მიღება სთხოვა, მეორეს თავის ერთგულება-მეგობრობა შესთავაზა. მაგრამ სოლომონმა გაიგო ეს და არჩილს თავის განზრახვახე უარი ათქმევინა, თანაც ერთგულებაზე შემოიფიცა იგი[7]. მაგრამ თურქეთის ქვეშევრდომობაში შესვლის ცდა იოსებ კათალიკოსმა არ აპატია არჩილს და შეაჩვენა უფლისწული.
არჩილი გარდაიცვალა 1775 წლის 6 ოქტომბერს კაცხს. მოასვენეს გელათს 8 ოქტომბერს. მაგრამ ეკლესიაში „არ დაფლეს“, რადგან, როგორც ითქვა, შეჩვენებული იყო კათალიკოსისაგან, ვითარცა „ურწმუნო“. ამიტომ ნაცვლად ეკლესიისა დამარხულ იქნა "სანეხვეში"[8].
აღნიშნულ წელსვე (უთუოდ არჩილის სიკვდილის შემდეგ) არის შეწირული ჭელიშის უდაბნოს ეკლესიისათვის ვერცხლის ბარძიმი, რომლის მხედრულ წარწერაში შემწირველი ღვთისმშობელს არჩილ ბატონიშვილისათვის „დღესა მას საშინელსა განკითხვისასა“ „წყალობით მოხედვას“ თხოვს[9].
- ↑ ქუთ. მუზ, საბ. N 157,
- ↑ ქუთ. მუზ. საბ. N 775; ისტორიული დოკუმენტები იმერეთის სამეფოსა...,I, გვ.80, N 85; გვ.95–96, N 103; გვ.104-105, N 114; გვ.121, 122, 124, 125, N 132, 131, 136, 13მ; გ. ბოჭორიძე, რაჭის ისტორიული ძეგლები, საქართველოს მუზეუმის მოამბე. ტ. V, (1928), ტფილისი, 1930, გვ. 189: Грамоты... Т. I, C.361-362
- ↑ „გიულდენშტედტის მოგზაურობა საქართველოში, I, გვ.167; ნიკო დადიანი, ქართველთ ცხოვრება, გვ.185
- ↑ გიულდენშტედტის მოგზაურობა საქართველოში, I, გე. 167; ახალციხური ქრონიკები, გვ. 149. (1775 წლის 6 ოქტომბრის ქვეშ) ნ. ლოდრთქიფანიძე, „რაინდები“, მისივე წიგნში: მოთხრობები, ლეგენდები, ზღაპრები, საბლიტგამი, 1958, გვ. 140-141 (1779 წლის მიწურულს, რუხის ომის დროს გადმოცემით ამ ომის მონაწილე არჩილ ბატონიშვილის რაზმში არიან მისი აზნაურები: მესხები, ავალიანები, ასათიანები. იხ. იქვე).
- ↑ ამ მხრივ საინტერესოა კაპიტან ლვოვის 1772 წლის ცნობები. იხ. Грамоты... Т. I, C.361-362
- ↑ იხ. იქვე
- ↑ Грамоты... Т. I, C.361-363. შ.ბურჯანაძე, იმერეთის სამეფო 1768-1784 წლებში, ხელნაწერთა ინსტიტუტის მოამბე, III, 1961, გვ.126.
- ↑ ხელნაწ. ინსტ., ფ. Hd-8691; ახალციხური ქრონიკები, გვ.149 (1775 წლის 6, 8 ოქტომბრის ქვეშ)
- ↑ გ.ბოჭორიძე, დასახ. ნაშრ., გვ.189.
თამარ ბატონიშვილი - დავით II იმერთა მეფის ასული
edit
- მამა: დავით II გიორგის ძე
- დედა: მარიამ დადიანი
- ქმარი: სიმონ გურიის ერისთავი
- შვილები:
ლიტერატურა
edit
- 1859 - პეტრე გნილოსაროვი 0 ЦАР ШОМ0І Н
II ШШЕМЪ 11PH НЕІІЪ УПРАВЛЕиіІ
სოლომონ II-ის ბიძას, დავით მეფეს, გარდაცვალების შემდეგ დარჩა ქვრივი დედოფალი ანა ორბელიანი. მათ ჰყავდათ ერთი ვაჟი და სამი ასული: მზეხათუნი - სიმონ წერეთლის ცოლი, ანასტასია - აგიევის ცოლი და თამარი - სიმონ გურიის ერისთავის ცოლი.
გურიის ერისთავ ქაიხოსრო გიორგის ძეს ჰყავს ძმები: ნიკოლოზ ჯუმათელი (1812); ზაალი და სვიმონი, რომელიც დაქორწინებულია იმერეთის მეფე დავითის ასულ მარიამზე. სვიმონის ვაჟია დათა და ძმისწულია ეფთვიმე გენათელი.
თამარ ბატონიშვილი, დავით II იმერთა მეფის ასული, სიმონ გურიის ერისთავის მეუღლე[1]. ცხოვრობდა დაახლოებით XVIII საუკუნის უკანასკნელ მესამედსა და მომდევნო საუკუნის პირველი მესამედის შუა ხანში.
- ↑ პ.გნილოსაროვი, დასახ. ნაშრ, გვ.428; დ.ბაქრაძის მიერ შედგენილ გურიის ერისთავთა სიაში სიმონ ერისთავის თანამეცხედრის დავით იმერთა მეფის ასულის სახელად მარიამი არის ნაჩვენები (იხ. მისი, Археологическое путешествие по Гурии и Адчаре, СПб., 1878, c.219.). ჩვენ ამ შემთხვევაში პ.გნილოსაროვის ცნობა უფრო სწორად გვეჩქენება
მარიამ ბატონიშვილი - სოლომონ I-ის ასული
edit
- მამა: სოლომონ I
- დედა: მარიამ დადიანი
- ქმარი: ელიზბარ გიორგის ძე ქსნის ერისთავი
- შვილები:
ლიტერატურა
edit
მარიამ II ბატონიშვილი, სოლომონ I-ის ასული, ქსნის ერისთავის ძის პოდპოლკოვნიკ ელიზბარის მეუღლე. დარეჯან II-ის და. ჰყავდა სამი ვაჟი: იოანე, ზურაბ და დიმიტრი [1]. გათხოვებისას თავის ასულს მამამ მზითვად მისცა სვერის ციხე მისი მიდამოებით [2], მაგრამ სოლომონ II რომ გამეფდა (1789 წ.), ეს ციხე ჩამოართვა მას და ამზითვა თავის დას, აგრეთვე მარიამს, რომელიც მალხაზ (მელქისედექ) ანდრონიკაშვილზე იყო დაქორწინებული [3]. ხოლო სოლომონ I-ის ასულ მარიამს და მის მეუღლეს ელიზბარს სვერის სანაცვლოდ სოფ. უხუფი უბოძა [4].
მალხაზი 1810 წელს ოსმალეთში ლტოლვილ სოლომონ II-ს გაყვა ემიგრაციაში. ემიგრირებული თავადის ქონება სახაზინოდ გამოცხადდა. ელიზბარმა კი დასახელებულ სოლომონის წინააღმდეგ ბრძოლასი რუსთა სარდლობას დიდად უერთგულა. ამ ერთგულებისათვის რუსეთის მთავრობამ მარიამის ნამზითვი სვერის ციხე მის ქმარს ელიზბარს დაუბრუნა.
1825 წლის 25 აგვისტოს მარიამი ჯერ კიდევ ცოცხალია, მაგრამ ავადმყოფია და "მოახლოებული სიკვდილის" მოლოდინშია [5]. იგი უთუოდ აღნიშნულ წელს ან მის ახლო ხანს გარდაიცვალა.
- ↑ ხელნაწ. ინსტ., ფ. Hd, N 6751, 10222; საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, A კოლექცია, ტ.IV, თბ., 1954, გვ.336 (15, საბუთი ა.).
- ↑ ეს მოხდა 1757 წელს, ხრესილის ომის შემდეგ (იხ. ო.სოსელია, ნარკვევები..., 1, გვ.163).
- ↑ იქვე
- ↑ ხელნაწ. ინსტ., ფ. Hd, N 6751,
- ↑ იხ. იქვე, N 10222; ო.სოსელია, ნარკვეგები..., I, გვ.163-164.
მზეხათუნ (ელისაბედ) ბატონიშვილი - დავით II-ის ასული
edit
- მამა: დავით II
- დედა: ანა ორბელიანი
- ქმარი: სვიმონ წერეთელი
- შვილები:
ლიტერატურა
edit
მზეხათუნ II (ნათლობით – ელისაბედ) ბატონიშვილი, დავით II იმერთა მეფის ასული, სვიმონ ზურაბის ძე წერეთლის მეუღლე, მზეხათუნ I-ის ძმისწული. ჰყავდა ერთი ვაჟი - სვიმონი [1].
მამის ტახტიდან გადაგდების შემდეგ (1789 წ.) პატარა მზეხათუნი იზრდებოდა სოლომონ II-ის „უმაღლესსა პალატაში“. მანვე მიათხოვა იგი 1803 წლის 20 თებერვალს თავის ერთგულ თავადს სვიმონ წერეთელს, რომელიც იყო თურმე „სიჭაბუკესა შინა რაინდი ჩინებული“, და ამზითვა მას „წირქვალი საბატონიშვილო... ჯრუჭულასა „და ჭიათურას შუა“ შიგ მოსახლე აზნაურებითა და გლეხებით[2].
მზეხათუნ II გარდაიცვალა 1829 წლის 2 თებერვალს. დასაფლავებულია ჯრუჭის მონასტერში – თავად წერეთლების საგვარეულო საძვალეში. მისი მეუღლე სვიმონი ცოცხალი ჩანს 1853 წელსაც[3].
ზემოხსენებული თამარ ბატონიშვილი, ანასტასია I და მზეხათუნ II დები იყვნენ. მათი ძმა იყო კონსტანტინე II ბატონიშვილი.