დავით-ნარინ - დავით ბატონიშვილი, ალექსანდრე V-ის მეორე ვაჟიშვილი, ძმა მეფის სოლომონ I-ის, ბაგრატის, იესეს (იოსების), არჩილის და გიორგი ბატონიშვილებისა. ჩანს 1727, 1744, 1747, 1748, 1749 წლების საბუთებში.[1]
მისი "გამდელი" უნდა იყოს "მხევალი ღვთისა" ვინმე "სილდასტან".[2]
1772 წელს ნარინ-დავითი ცოცხალი არ არის. ალექსანდრე V-ის ძეთა დასახელებისას გიულდენშტედტი აღნიშნულ წელს ამ ბატონიშვილს ცოცხალთა შორის არ იხსენიებს.[3]
- ↑ ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა. H კოლექცია. ტ.IV - გვ.210-211; ქუთ. მუზ საბ. N 157,175,161; ისტორიული დოკუმენტები იმერეთის სამეფოსა..., I, გვ.73, N 76; გვ.80 N 85; ს. კაკაბაძე, მასალები..., საისტორიო კრებული, III, 1928, გვ.61.
- ↑ ე. თაყაიშვილი, მოგზაურობა რაჭაში, თბ., 1963, გვ.76
- ↑ იხ. გიულდენშტედტის მოგზაურობა საქართველოში, I, გვ.205.
იესე // იოსებ ბატონიშვილი, ალექსანდრე V-ის მესამე ვაჟი, ძმა მეფის სოლომონის, ნარინ-დავითის, ბაგრატის, არჩილის და გიორგი ბატონიშვილებისა[1]. პირველად ვხედავთ, მამასთან და ძმებთან ერთად, 1744 წლის ერთ წყალობის წიგნში[2].
1745 წლიდან იესე გენათელ მიტროპოლიტად იჯდა, ხოლო 1769 წლის 10 მაისიდან, გენათლობასთან ერთად, მან დასავლეთ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ხარისხი მიიღო[3].
მისი "გამდელი" იყო გუნცაძის ასული ელენე[4].
ჯერ კიდევ გენათელ მიტროპოლიტობის დროს, 1760 წელს იოსებ ბატონიშვილს გელათის ღვთისმშობლის დიდ ტაძარში აუშენებია "სამღვდელთმთავრო ტახტი", რომლის სახურავის კარნიზზე მოთავსებული წარწერა მისი აღმშენებლის ვინაობას გვამცნობს[5].
ამავე ტაძრის ჩრდილოეთის სვეტზე კიდევ "სამხრეთით, ლურჯ ფონზე გამოსახულია ზემოხსენებული იოსები საეპისკოპოსო ტანსაცმელში"[6].
გარდაიცვალა იგი 1776 წლის 13 მაისს ქუთაისს, მწვანეყვავილაში. დასაფლავებულია "გელათის მიწაში"[7].
- ↑ ქუთ. მუზ. საბ. N 157.
- ↑ ისტორიული დოკუმენტები იმერეთის სამეფოსა..., I, გვ.73, N 76.
- ↑ ბ. ლომინაძე, მასალები დასავლეთ საქართველოს XVII-XVIII ს-თა ისტორიის ქრონოლოგიისათვის, მასალები საქ. და კავკ. ისტორიისათვის, ნაკვ. 31, 1954, გვ.137,139
- ↑ დას. საქ. საეკლ. საბ., I, გვ.157.
- ↑ ბ. ლომინაძე, გელათი (გზამკვლევი), ქუთაისი, 1958, გვ.18.
- ↑ იხ. იქვე.
- ↑ შ. ლომსაძე, გვიანი შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიიდან, ახალციხური ქრონიკები, თბ., 1979, გვ.151 (1776 წლის 13 მაისის ქვეშ).
ბაგრატ II ბატონიშვილი, ალექსანდრე V-ის მეოთხე ვაჟი, ძმა მეფის სოლომონის I-ის, ნარინ-დავითის, იესეს (იოსების), არჩილის და გიორგი ბატონიშვილებისა[1].
მოხსენებულია 1744, 1747, 1748, 1749 წლების დოკუმენტებში.[2]. იგი ცხოვრობდა "როგორც იმერელი თავადი" თავის მამულში, ზემო იმერეთში. უკანასკნელად ვხედავთ მას 1772 წლის ზაფხულში გიულდენშტედტის იმერეთში ყოფნის დროს[3]. ბაგრატი გარდაცვლილი უნდა იყოს აღნიშნული წლის ახლო ხანს.
- ↑ ქუთ. მუზ. საბ. N 775, 161.
- ↑ ისტორიული დოკუმენტები იმერეთის სამეფოსა..., I, გვ.73, 80 N 76, 85; ქუთ. მუზ საბ. N 157,775.
- ↑ იხ. გიულდენშტედტის მოგზაურობა საქართველოში, I, გვ.205.
4
editარჩილ II ბატონიშვილი, ალექსანდრე V-ის მეხუთე ვაჟიშვილი, ძმა მეფის სოლომონის I-ის, ნარინ-დავითის, იესეს (იოსების), ბაგრატის და გიორგი ბატონიშვილებისა [1]. იხსენიება 1747, 1748, 1752-1775, 1753, 1755, 1760, 1762, 1769, 1770, 1772 წლების დოკუმენტებში.[2].
დაქორწინებული იყო ერეკლე II-ის ასულ ელენე ბატონიშვილზე. ჰყავდა ერთი ვაჟი დავითი, რომელიც გამეფების შემდეგ სოლომონ II-ედ იწოდა [3]. და ერთი ასული მარიამ.
არჩილი ცხოვრობდა "როგორც იმერელი თავადი" თავის მამულში (ზემო იმერეთს). მისი რეზიდენცია იყო საზანოსა და კაცხს. მისი აზნაურები იყვნენ მესხები, ავალიანები, ასათიანები. [4].
არჩილის საუფლისწულოს გამოყოფა სოლომონ I-ის სურვილის წინააღმდეგ რთულ საშინაო და საგარეო პირობებში მოხდა [5]. ეს მოხდა უთუოდ იმ დროს, როცა მეფემ თავისი მეტოქე ბიძაშვილი თეიმურაზი ციხეში გამოკეტა (1768 წ.) და თურქი აგრესორებისა და რაჭის ერისთავის როსტომის წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდებოდა (1768-1769 წწ.). არჩილმა ამ ბრძოლაში სოლომონს დიდი სამსახური გაუწია[6]. ამ სამსახურის სანაცვლოდ, როგორც ჩანს, მეფემ მას საუფლისწულო გამოუყო, მაგრამ არჩილი ამით არ დაკმაყოფილდა. 1772 წელს მან მეფეს კვლავ მოსთხოვა მამულები და ციხეები. სოლომონმა გადაჭრით უარყო მისი მოთხოვნა. ამ ნიადაგზე მათ შორის ერთხანს მტრობა ჩამოვარდა. არჩილი საიდუმლოდ ახალციხის ფაშას და დადიანს დაუკავშირდა: პირველს თურქეთის ქვეშევრდომობაში მიღება სთხოვა, მეორეს თავისი ერთგულება-მეგობრობა შესთავაზა. მაგრამ სოლომონმა გაიგო ეს და არჩილს თავის განზრახვაზე უარი ათქმევინა, თანაც ერთგულებაზე შემოიფიცა იგი [7]. მაგრამ თურქეთის ქვეშევრდომობაში შესვლის ცდა იოსებ კათალიკოსმა არ აპატია არჩილს და შეაჩვენა უფლისწული.
არჩილი გარდაიცვალა 1775 წლის 6 ოქტომბერს კაცხს. მოასვენეს გელათს 8 ოქტომბერს. მაგრამ ეკლესიაში „არ დაფლეს“, რადგან, როგორც ითქვა, შეჩვენებული იყო კათალიკოსისაგან, ვითარცა „ურწმუნო“. ამიტომ ნაცვლად ეკლესიისა დამარხულ იქნა "სანეხვეში"[8].
აღნიშნულ წელსვე (უთუოდ არჩილის სიკვდილის შემდეგ) არის შეწირული ჭელიშის უდაბნოს ეკლესიისათვის ვერცხლის ბარძიმი, რომლის მხედრულ წარწერაში შემწირველი ღვთისმშობელს არჩილ ბატონიშვილისათვის „დღესა მას საშინელსა განკითხვისასა“ „წყალობით მოხედვას“ თხოვს[9].
- ↑ ქუთ. მუზ. საბ. N 157.
- ↑ ქუთ. მუზ. საბ. N 775; ისტორიული დოკუმენტები იმერეთის სამეფოსა..., I, გვ.80, N 85; გვ.95-96, N 103; გვ.104-105, N 114; გვ.121, 122, 124, 125, N 132, 133, 136, 138; გ. ბოჭორიძე - რაჭის ისტორიული ძეგლები, საქართველოს მუზეუმის მოამბე, ტ.V (1928), ტფილისი, 1930, გვ.189; Грамоты..., т.I, с.361-362
- ↑ გიულდენშტედტის მოგზაურობა საქართველოში, I, გვ.167; ნიკო დადიანი, ქართველთ ცხოვრება, გვ.185
- ↑ გიულდენშტედტის მოგზაურობა საქართველოში, I, გვ.167; ახალციხური ქრონიკები, გვ.149 (1775 წ. 6 ოქტომბერი); ნ. ლორთქიფანიძე, "რაინდები" - წიგნში: ნ. ლორთქიფანიძე - მოთხრობები, ლეგენდები, ზღაპრები, თბ. 1958, გვ.140-141 (1779 წლის მიწურულს, რუხის ომის დროს, გადმოცემით ამ ომის მოაწილე არჩილ ბატონიშვილის რაზმში არიან მისი აზნაურები: მესხები, ავალიანები, ასათიანები).
- ↑ ამ მხრივ საინტერესოა კაპიტან ლვოვის 1772 წლის ცნობები. იხ. Грамоты, I, გვ.361-362
- ↑ იხ. იქვე
- ↑ Грамоты... Т. I, C.361-363. შ.ბურჯანაძე, იმერეთის სამეფო 1768-1784 წლებში, ხელნაწერთა ინსტიტუტის მოამბე, III, 1961, გვ.126.
- ↑ ხელნაწ. ინსტ., ფ. Hd-8691; ახალციხური ქრონიკები, გვ.149 (1775 წლის 6, 8 ოქტომბრის ქვეშ)
- ↑ გ.ბოჭორიძე, დასახ. ნაშრ., გვ.189.
ალექსანდრე II ბატონიშვილი, სოლომონ I-ის ერთადერთი ვაჟიშვილი, ნაშობი მისი მეორე თანამეცხედრის მარიამ დედოფლისაგან 1760 წელს[1]. იმერთა მეფის ალექსანდრე V-ის შვილიშვილი, მარიამ II-ისა და დარეჯან II ბატონიშვილების (იხ. ქვემოთ) ძმა. პირველად იხსენიება აღნიშნული წლის 8 სექტემბერს მისი მამის წყალობის წიგნში[2], ამის შემდეგ განუწყვეტლივ ვხედავთ მას სიკვდილამდე სხვადასხვა წყაროში.
გიულდენშტედტის დახასიათებით, ალექსანდრე „შავგვრემანი, ტანადი, მშვენიერი ყმაწვილი“ ყოფილა, „ძალიან ცოცხალი, სათნო და მოსიყვარულე სახის გამომეტყველებისა“[3], მამას იგი თავის „ყველაზე უერთგულეს“ თავად გიორგი წულუკიძისათვის მიუბარებია: ის წვრთნიდა და დაყვებოდა ბატონიშვილს ყველგან[4].
მეტად მღელვარე და არეული იყო ალექსანდრეს პირადი ცხოვრება: ახალგაზრდა უფლისწულს გატაცებით უყვარდა ვინმე ჟღენტის ქალი მარიამი, რომლის სილამაზით მოხიბლულს მისი ცოლად შერთვა უნდოდა და ჰყავდა კიდეც მასთან ერთი უკანონო შვილი გიორგი. მაგრამ სოლომონმა თურმე ძალით ჩამოაშორა ბატონიშვილი ამ ქალს. ქალმა „ეს ვერ გადაიტანა და გარდაიცვალა“[5]. ამის შემდეგ ალექსანდრეს პირველი კანონიერი ცოლი იყო ერეკლე II-ის ძის გიორგი ბატონიშვილის (შემდგომ ქართლ-კახეთის მეფე გიორგი XII) ასული[6]. მასზე ალექსანდრე დაქორწინდა თბილისში 1777 წლის 3 იანვარს[7]. ეს ქალი მას იმერეთში არ ჩამოუყვანია. თავად კი „დაქორწინებული“ მოვიდა ქუთაისს იმავე წლის 19 იანვარს[8] და აქ ამ ქალის სიცოცხლეში, აღნიშნულ წელსვე თუ მომდევნო 1778 წლის დამდეგს „შეირთო ცოლად ასული ევგენი აბაშიძისა“[9]
უკანასკნელი წლის აპრილში ალექსანდრემ მონაწილეობა მიიღო თავის მამის სოლომონ I-ის წინააღმდეგ მოწყობილ თავადურ შეთქმულებაში, რომლის ინიციატორები, როგორც ზემოთ აღინიშნა, იყვნენ სახლთუხუცესი დავით აბაშიძე, თამაზ მესხი და რომელშიც ერია აგრეთვე ალექსანდრეს სიმამრი ქართლელი ევგენ აბაშიძე და სხვები. შეთქმულების საბაბი იყო სოლომონის შეუღლება ქაჯაიას ქვრივ წულუკიძის ასულ გულქანთან, რაც მოხდა უფლისწულის დედის მარიამ დედოფლის გარდაცვალებისთანავე 1778 წელს. ამის შემდეგ „ალექსანდრე ქვემხედველ ექმნა“ თურმე მამას „დედინაცვლის უგვარობისათვის“[10].
შეთქმულების დამარცხების შემდეგ დასახელებულ წელსვე ალექსანდრე იმერეთიდან გაიქცა და ერეკლე II-ეს მიანდო. ერეკლემ შეარიგა იგი სოლომონს და იმერეთში დააბრუნა. თავადების გავლენის ქვეშ მოქცეული ურჩი უფლისწული. მეფემ იმით დასაჯა, რომ გაყარა აჯანყების მონაწილე ევგენ აბაშიძის ქალს და 1779 წელს მესამეჯერ დააქორწინა თავის ერთგულ თავად ბერი წულუკიძის ასულ დარეჯანთან[11], თვით სოლომონის მესამე ცოლი გულქანი იყო აგრეთვე ბერი წულუკიძის და.
„განტევებისათვის ცოლისა და უჯეროისა ქორწინებისათვის“ ბატონიშვილი ეკლესიამ შეაჩვენა („კრულ ჰყო4)[12], ამის შემდგომ ალექსანდრეს დიდხანს არ უცოცხლია. გარდაიცვალა იგი 1780 წლის ოქტომბერს!"[13], სოლომონ I-ს უნდოდა შვილი შესაფერი პატივით დაეკრძალა ეკლესიის შიგნით, მაგრამ „სამღვდელოთა კრებათა არა აუფლეს მეფესა“ ნაკურთხი მიწა, რადგან უფლისწული, როგორც ითქვა, ეკლესიისგან შეჩვენებული იყო. მხოლოდ „ერთისა მღვდლისა წინ გაძღოლითა დაფლეს იგი გარეგან ეკლესიისა“ გელათს[14]
- ↑ იხ. გიულდენშტედტის მოგზაურობა საქართველოში, I, გვ. 205.
- ↑ ს.კაკაბაძე, იმერეთის საბუთები თარხნობის შესახებ, საისტორიო მოამბე, 5, 1950, გვ.169–170, N 2
- ↑ %გიულდენშტედტი, დასახ, ნაშრ,, L, გვ. III, 205.
- ↑ იხ. იქვე, გე. 111.
- ↑ II, IV6ი08IIV, IIილცეIი 8იწIნს IM ჩაგუხყლ%I82 0VCCMIIX #2 M28- V236, 1. 111, CI16., 1886, C. 464 –- 466; შფუ, ბურჯანაძე, იმერეთის სამეფოს საშინო პოლიტიკა 1789–1802 წლებში, ხელნაწ. ინსტ. მოამბე. IV, 1962, ბვ. 25.
- ↑ სახელი ჩვენთვის ცნობილ წყაროებში არ იხსენიება.
- ↑ იხ ახალციხური ქრონიკები, გუ. 153 (1777 წლის 3 იანვრის ქვეშ)
- ↑ იხ. «ქვე. 1777 წლის 19 იანვრის ქვეშ.
- ↑ მასალები საქართველოს ისტორიისათვის, შეკრებილი ბატონიშვილის დავით გიორგის ძისა და მისი ძმებისა.., გამოც. მ. ჯანაშვილისა, ტფილისი, 1905 (ყდაზე – 1906), გვ. 27.
- ↑ ხ, ნიკო დადიანი, ქართველთ ცხოვრება, გვ. 241, კომენტარები 441, 442; იესე ბარათაშვილის ცხოვრება-ანდერძი, ტექსტი გამოსცა შესავლით, შენიშვნებით, ლექსიკონითა და საძიებლებით ავთანდილ იოსელიანმა, მასალები საქ. და კავკ. ისტორიისათვის, ნაკ. 28, 1950, გვ. 87.
- ↑ 92 ის მასალები საქართველოს ისტორიისათვის..., გამოც. მ. ჯანაშვილისა, გვ. 26-27; იესე ბარათაშვილის ცხოვრება-ანდერძი, გე. 86-87; შ. ბურჯანაძე,იმერეთის სამეფო 1768--1784 წლებში, ხელნაწ. ინატ. მოამბე, 111, 1961, გვ. 131–132.
- ↑ 194 ხელნაწ. –ნსტ., ფ.IIძ, # 8691; მასალები საქართველოს ისტორიისათვის.,, გამოც. მ. ჯანაშვილისა, გვ. 27.
- ↑ საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, ახალი (C) კოლექცია, ტ. 1, თბ,, 1957, გვ. 146 (მინაწერი 3).
- ↑ მასალები საქართველოს ისტორიისათვის..., გამოც, მ. ჯანაშვილისა გე. 27
5
editხვარამზე ბატონიშვილი, იმერთა მეფის გიორგი III-ის (1605-1639 წწ.) ასული. 1619-1626 წლებში დანიშნულ იქნა დიდი მოურავის გიორგი სააკაძის შვილის ავთანდილის საცოლედ[1].
დარეჯან I ბატონიშვილი, ბაგრატ IV-ის ასული, ნაშობი მუხრან-ბატონის ქალის თამარ დედოფლისაგან. ალექსანდრე IV-ის და. მამიდა მეფის გიორგი VI-ისა.
1677 წელს ბაგრატმა იგი გიორგი III გურიელს მიათხოვა[1]. მაგრამ 1681-1682 წლებში გურიელმა "განუტევა" დარეჯანი და შეირთო თავისი სიდედრი თამარი (დარეჯანის დედა)[2]. ხოლო დარეჯანი 1683 წელს არგვეთის დიდ თავად პაატა აბაშიძეზე დაქორწინდა[3]. პაატა როკითის ომში (1684 წელს ვახუშტის ქრონოლოგიით) მიღებული ჭრილობისაგან გარდაიცვალა იმავე 1684 თუ მის მომდევნო წელს. დარეჯანი კი 1684-1685 წლებში მესამედ პაპუნა II რაჭის ერისთავზე გათხოვდა[4].
მარიამ I ბატონიშვილი, ბაგრატ IV-ის ასული, ზემოხსენებულ დარეჯან I-ის და. მეორე მამიდა გიორგი VI-ისა. 1703 წლის ახლო ხანში იგი იესე კაციას ძე ჩიქვანის (გიორგი ლიპარტიანის ძმის) თანამეცხედრეა. 1709 წელს ის რაჭის ერისთავმა შოშიტა III-მ შეირთო. მარიამი გარდაიცვალა 1726 წელს ან მის ახლო ხანს[1].
როდამ ბატონიშვილი (შემდეგ გურიის დედოფალი), იმერთა მეფის ალექსანდრე IV-ის ასული, სოლომონ I-ის და, მამია IV გურიელის თანამეცხედრე[1]. გურიელს მიათხოვეს 1732 წელს. უშვილო იყო[2]. ვხედავთ 1760 წლის 10 თებერვლის ერთ შეწირულების წიგნში[3]. 1769 წელს იგი ავადაა და თავის "მოსარჩენად" ბიჭვინთის ღვთისმშობელს სწირავს ძმებს - იობ და ნიკოლოზ ტუსკიებს "მათი ცოლ-შვილით, ყმითა და მოსამსახურითურთ"[4]. გურიის დედოფლის ავადმყოფობის შემდგომო მსვლელობა ჩვენთვის უცნობია. მაგრამ რადგან მამია IV გურიელის თანამეცხედრედ შემდეგ თავდგირიძის ქალი გვხვდება[5], უნდა ვიფიქროთ, რომ როდამი აღნიშნულ წელს ან მის ახლო ხანს გარდაიცვალა.
დარეჯან II ბატონიშვილი, სოლომონ I-ის ასული. გათხოვილი იყო ქართლელ ქაიხოსრო პაატას ძე აბაშიძეზე. გიულდენშტედტის ცნობით, 1772 წ, დარეჯანი პაატას "დანიშნული" იყო [1]. მათი ქორწინება აღნიშნულ წელს ან მის ახლო ხანს არის სავარაუდებელი. ჰყავდა ორი ვაჟი: სვიმონ და იოანე (ივანე). პირველი 1798 წლისთვის უკვე მკვდარია, მეორე - ივანე კი, როგორც ცნობილია, იყო 1819-1820 წლების იმერეთის აჯანყების ერთი მთავარი მეთაურთაგანი. აჯანყების დამარცხების შემდეგ იგი ახალციხის საფაშოში გაიქცა და აქვე მოკლეს 1822 წელს[2]. აღნიშნულ აჯანყებას, ჩანს, თვით დარეჯანიც თანაუგრძნობდა. უთუოდ ამიტომ გადაასახლა იგი 1820 წელს პენზაში მეფის რუსეთის ადგილობრივმა ადმინისტრაციამ. რამდენიმე ხნის შემდეგ მას მოსკოვში ცხოვრების ნება მიეცა და სარჩოდ 5000 მანეთი დაენიშნა წლიურად ასიგნაციით. დარეჯანი საქართველოში დაბრუნების ნებას თხოულობდა, მაგრამ მაშინ (1826 წელს) რუსეთ-ირანის ომი იყო და მისი თხოვნის დაკმაყოფილება ომის დამთავრების შემდგომი დროისათვის გადაიდო. ამასობაში უკვე ხანში შესული (70 წლის) მეფის ასული გარდაიცვალა მოსკოვში 1827 წლის 1 თებერვალს[3].
- ↑ იხ. მისი მოგზაურობა საქართველოში, I, გვ.127:
1772 წ. 3 აგვისტოს გიულდენშტედტი გაჩერდა სოლომონის სამეფო ბანაკში სოფ. სხარტალში, სადაც ასევე იმყოფებოდნენ "მიტროპოლიტი მაქსიმე და მისი ძმა სალთხუცესი დავითი, - თავად აბაშიძეთა გვარიდან, რომლის ბიძაშვილს, ქაიხოსროს, დანიშნული ჰყავს მეფის ასული დარეჯანი" - ↑ იხ, ო.სოსელია, ნარკვევები,.., 1, გვ.198.
- ↑ იხ. Акты, т.VI-1, c.617-618; т.VII, c.389.
ელენე ბატონიშვილი, გიორგი IV ბატონიშვილის ასული, რაჭის ერისთავის გიორგი როსტომის ძის თანამეცხედრე, ანტონ რაჭის ერისთავისა და ლევანის დედა. გვხვდება 1787 წელს მის მიერ ბარაკონის (რაჭა) ეკლესიის ღვთისმშობლისადმი მიცემულ შეწირულების წიგნში [1].
- ↑ ხელნაწ. ინსტ., ფ. Hd, N 1320. სხვა ელენე უნდა იყოს 1736 წლის ივნისის ერთ დოკუმენტში დასახელებული ელენე ბატონიშვილი, რომელსაც კაცია და ოთარ მახარობლისშვილებმა თავიანთი თავი „ნასყიდობით მიართვეს“ (იხ. დოკუმენტები საქართველოს სოციალური ისტორიიდან, I, ნ.ბერძენიშვილის რედ., გვ.467, N 662), მაგრამ მისი წარმომავლობა ჩვენთვის უცნობია.
მარიამ II ბატონიშვილი, სოლომონ I-ის ასული, ქსნის ერისთავის ძის პოდპოლკოვნიკ ელიზბარის მეუღლე. დარეჯან II-ის და. ჰყავდა სამი ვაჟი: იოანე, ზურაბ და დიმიტრი [1]. გათხოვებისას თავის ასულს მამამ მზითვად მისცა სვერის ციხე მისი მიდამოებით [2], მაგრამ სოლომონ II რომ გამეფდა (1789 წ.), ეს ციხე ჩამოართვა მას და ამზითვა თავის დას, აგრეთვე მარიამს, რომელიც მალხაზ (მელქისედექ) ანდრონიკაშვილზე იყო დაქორწინებული [3]. ხოლო სოლომონ I-ის ასულ მარიამს და მის მეუღლეს ელიზბარს სვერის სანაცვლოდ სოფ. უხუფი უბოძა [4].
მალხაზი 1810 წელს ოსმალეთში ლტოლვილ სოლომონ II-ს გაყვა ემიგრაციაში. ემიგრირებული თავადის ქონება სახაზინოდ გამოცხადდა. ელიზბარმა კი დასახელებულ სოლომონის წინააღმდეგ ბრძოლასი რუსთა სარდლობას დიდად უერთგულა. ამ ერთგულებისათვის რუსეთის მთავრობამ მარიამის ნამზითვი სვერის ციხე მის ქმარს ელიზბარს დაუბრუნა.
1825 წლის 25 აგვისტოს მარიამი ჯერ კიდევ ცოცხალია, მაგრამ ავადმყოფია და "მოახლოებული სიკვდილის" მოლოდინშია [5]. იგი უთუოდ აღნიშნულ წელს ან მის ახლო ხანს გარდაიცვალა.
- ↑ ხელნაწ. ინსტ., ფ. Hd, N 6751, 10222; საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, A კოლექცია, ტ.IV, თბ., 1954, გვ.336 (15, საბუთი ა.).
- ↑ ეს მოხდა 1757 წელს, ხრესილის ომის შემდეგ (იხ. ო.სოსელია, ნარკვევები..., 1, გვ.163).
- ↑ იქვე
- ↑ ხელნაწ. ინსტ., ფ. Hd, N 6751,
- ↑ იხ. იქვე, N 10222; ო.სოსელია, ნარკვეგები..., I, გვ.163-164.
თამარ ბატონიშვილი, დავით II იმერთა მეფის ასული, სიმონ გურიის ერისთავის მეუღლე [1]. ცხოვრობდა დაახლოებით XVIII საუკუნის უკანასკნელ მესამედსა და მომდევნო საუკუნის პირველი მესამედის შუა ხანში.
- ↑ პ.გნილოსაროვი, დასახ. ნაშრ, გვ.428; დ.ბაქრაძის მიერ შედგენილ გურიის ერისთავთა სიაში სიმონ ერისთავის თანამეცხედრის დავით იმერთა მეფის ასულის სახელად მარიამი არის ნაჩვენები (იხ. მისი, Археологическое путешествие по Гурии и Адчаре, СПб., 1878, c.219.). ჩვენ ამ შემთხვევაში პ.გნილოსაროვის ცნობა უფრო სწორად გვეჩქენება
ანასტასია I ბატონიშვილი, დავით II იმერთა მეფის ასული. 1795 წლის წინარე ხანს დაქორწინდა პორუჩიკ თავად დავით სვიმონის ძე აგიაშვილზე. ჰყავდა მასთან ერთი ვაჟი - სვიმონი (სიკო).
ანასტასიას მამა ისე გარდაიცვალა (1795 წლის 11 იანვარს), რომ „აღარ დასცალდა“ თავის ასულისათვის „სამზითვად გლეხის და მამულის მიცემა“. ამიტომ სოლომონ II-მ „ამზითვა“ მას 1802 წელს მისი მამის (დავით II-ის) „სამკვიდრო კაცები ჩხარს [1].
1818 წლის 11 ოქტომბერს ანასტასია ცოცხალი არ არის. მისი დედა ანა დედოფალი ამ დროს განსვენებულად იხსენიებს [2].
მზეხათუნ I ბატონიშვილი, გიორგი ბატონიშვილის ასული, დავით II იმერთა მეფის და, „ზემო მხარის“ (ზემო იმერეთის) სარდლის პაპუნა (IV) ქაიხოსროს ძე წერეთლის თანამეცხედრე. ესვა ორი ვაჟი - ქაიხოსრო (VII) და როსტომი [1].
ამ მზეხათუნ ბატონიშვილს ვხედავთ 1804 წლის დოკუმენტში. აღ- ნიშნულ წელს იგი შეწირულების წიგნს აძლევს მღვიმევის მონას– ტერს3%,
- ↑ ქუთ. მუზ. საბ. N 36
მზეხათუნ II (ნათლობით – ელისაბედ) ბატონიშვილი, დავით II იმერთა მეფის ასული, სვიმონ ზურაბის ძე წერეთლის მეუღლე, მზეხათუნ I-ის ძმისწული. ჰყავდა ერთი ვაჟი - სვიმონი [1].
მამის ტახტიდან გადაგდების შემდეგ (1789 წ.) პატარა მზეხათუნი იზრდებოდა სოლომონ II-ის „უმაღლესსა პალატაში“. მანვე მიათხოვა იგი 1803 წლის 20 თებერვალს თავის ერთგულ თავადს სვიმონ წერეთელს, რომელიც იყო თურმე „სიჭაბუკესა შინა რაინდი ჩინებული“, და ამზითვა მას „წირქვალი საბატონიშვილო... ჯრუჭულასა „და ჭიათურას შუა“ შიგ მოსახლე აზნაურებითა და გლეხებით[2].
მზეხათუნ II გარდაიცვალა 1829 წლის 2 თებერვალს. დასაფლავებულია ჯრუჭის მონასტერში – თავად წერეთლების საგვარეულო საძვალეში. მისი მეუღლე სვიმონი ცოცხალი ჩანს 1853 წელსაც[3].
ზემოხსენებული თამარ ბატონიშვილი, ანასტასია I და მზეხათუნ II დები იყვნენ. მათი ძმა იყო კონსტანტინე II ბატონიშვილი.