1484-1491 წწ. - შეწირულების განახლების სიგელი ალექსანდრე მეფისა მთის წმიდა გიორგისადმი




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის აღწერილობა

edit

საბუთი წარმოადგენს მინაწერს მთის წმინდა გიორგის მონასტრისადმი ბაგრატ მეფის შეწირულების წიგნისა, რომლითაც ალექსანდრე მეფე ამტკიცებს ბაგრატ მეფის შეწირულებას.

ალექსანდრე მეფის მიერ სიგელის დამტკიცება ყველაზე უკეთ დაცულია საბუთის XVI საუკუნეში ტყავზე გადაწერილ პირზე, რომელიც ამჟამად დაცულია ქუთაისის ისტორიულ მუზეუმში K-608 ლიტერით.

საბუთის ტექსტი

edit

ქ. ჩუენ მეფეთ მეფემან ალექსანდრე და თანა მეცხედრემან ჩუენმან დედოფალთა დედოფალმან თამარ, და ძემან ჩუენმან ბაგრატ და ვახტანგ, ესე წიგნი მოგახსენეთ თქუენ მთის მთავარ მოწამეს წმიდას გიორგის ასრე და ამა პირსა ზედა: რაც ამას ზემო სიმაგრე სწერია, ჩუენც ამის გამთავებელი ვართ ნებითა ღმრთთისათა და ანუ ვინც ჯოგი გატეხოს, წმიდის გიორგის შეცოდებით გარდახდეს.

(ალექსანდრე მეფის და თამარ დედოფლის ხელრთვა)

საბუთის დათარიღება და პერსონალია

edit
1924 წ. სარგის კაკაბაძემ ალექსანდრე მეფის მიერ სიგელის დამტკიცება 1497-1502 წწ. დაათარიღა - 1924 - კაკაბაძე სარგის - განჩინება მთის გიორგის ყმათა სისხლის შესახებ
1982 წ. საურმაგ კაკაბაძე ალექსანდრე მეფის მიერ სიგელის დამტკიცებას იგი 1496-1500 წწ. მიაკუთვნებს. - 1982 - საურმაგ კაკაბაძე - Грузинские документы IX—XV вв.
1991 წ. პირთა ანოტირებულ ლექსიკონში ალექსანდრე II იმერთა მეფის მიერ სიგელის დატკიცების თარიღად 1484-1491 წწ. მიჩნეული - 1991 - "პირთა ანოტირებული ლექსიკონი" - ტომი I - გვ.220,233,318
2014 წ. ქართული საბუთების კორპუსშიც ალექსანდრე მეფის მიერ საბუთის დამტკიცება 1484-1491 წლებითაა დათარიღებული - 2014 - ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III
2009 ნიკოლოზ ჟღენტმა გაიზიარა სარგის კაკაბაძის მოსაზრება და ალექსანდრე მეფის მიერ საბუთის დამტკიცება 1497-1502 წლებს მიაკუთვნა. ამ დათარიღების არგუმენტებია ბაგრატ და ვახტანგ ალექსანდრეს ძეების მოხსენიება, ხოლო ბაგრატი ვახუშტის მიხედვით 1495 წელსაა დაბადებული. - 2010 - ნიკოლოზ ჟღენტი - მთის წმ. გიორგის მონასტრისადმი გაცემული XV საუკუნის საბუთის თარიღის დაზუსტებისათვის

საბუთის პუბლიკაცია

edit

ლიტერატურა

edit