1696-1742 წწ. - შეწირულების წიგნი კათალიკოს გრიგოლ ლორთქიფანიძისა ხოფის ღვთისმშობლისადმი




ქართული სიგელ-გუჯრები






შესავალი

edit

წინამდებარე საბუთი წარმოადგენს ლევან II დადიანის მიერ ხოფის ტაძრისათვის მიცემული იადგარის მინაწერ საბუთს.

საბუთის დაცულობა

edit

დედანი:

პირები :

საბუთის ტექსტი

edit

საბუთის ტექსტი: ქართული სამართლის ძეგლები - ტომი II - N 68


ქ. შეწევნითა ღმრთისათა, ჩუენ ქრისტეს მიერ კურთხევით კურთხეულმან, ჩრდილოსა და აფხაზეთისა კათალიკოზმან, ბატონმან გრიგოლ, ესე გკადრეთ დავთრის თქვენსა წარწერით მცირედითა სიტყუითა და კნინოდენითა შესაწირავითა, ასრე რომე მეოხებითა შენითა საშინელო ხობისა ღმრთისმშობელო, და გულსმოდგინებითა ჩვენითა, ეს შონია ჩვენ ამოვიყუანეთ მამაში და მისი ძმა, მამიდა, ამას წინათ ვითარებისაგან დაკარგულ იყო და ჩვენ ამოვიყუანეთ და ისრევ თქუენ შემოგწირეთ ჩვენის ცოდვილის სულის საოხად და ერთის რუბის საკმეველს ყოველსა დიდს ხუთშაბათს ხობისა ღმრთისმშობელო თქუენ მოგართმევდეს, რათა მეოხ გვეყო.

აწ, ვინცა და რამანცა კაცმან ეს ხელახლა ჩვენგან შემოწირული შონია] თქუენ გამოწიროს და გამოგახუას ჩვენს კანუნსამც ქვეშ ის იქნება, ამინ.

ხელრთვა: კათალიკოზი ჯვარი მაკურთხეველი მარჯვენით.


საბუთის დათარიღება

edit
თ. ქართველიშვილი: საბუთი უ თ ა რ ი ღ ო ა : თარიღის განსაზღვრა შეიძლება დოკუმენტის გამცემის გრიგოლ ლორთქიფანიძის კათოლიკოსობის წლებით 1696-1742.

პუბლიკაცია

edit