Hd-01551
დედანი საბუთისა
- 1639-1657 წწ. - სიგელი და იადგარი ლევან II დადიანისა ხოფის ტაძრისადმი - [Hd-1551-ა] - ტექსტი r-ს I და II ფურცელზე შავი ფერის მელანი და III და IV ფურცელზე და მთლიანად v-ზე ყავისფერი მელანი, დასაწყისი ოთხი სტრიქონი და ზოგიერთი სიტყვა დაწერილია სინგურით; ლამაზი მხედრული; განკვეთილობის ნიშანი: სამწერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ.
და მასზე მიწერილი საბუთებისა
- 1662-1681 წწ. - იადგარის განახლების წიგნი ლევან III დადიანისა ხობის ტაძრისადმი - [Hd-1551-ა-1] - მინაწერი v-ზე, I კეფზე. ეტრატი აქერცლილია და ერთგან გახეული, ამ ადგილას ტექსტის ამოკითხვა ჭირს. ბაცი შავი ფერის მელანი. განკვეთილობის ნიშანი: სამწერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ.
- 1675-1696 წწ. - საკანონოს მირთმევის წიგნი ხახუ ფაციასი კათალიკოს დავითისადმი - [Hd-1551-ბ] - მინაწერი v-ზე, II კეფზე. გაყვითლებული ეტრატი, მუქი ყავისფერი მელანი. განკვეთილობის ნიშანი: სამწერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ.
- 1673-1696 წწ. - შეწირულების წიგნი კათალიკოს დავით ნემსაძისა ხოფის ღვთისმშობლისადმი - [Hd-1551-გ] - მინაწერი v-ზე, II კეფზე. გაყვითლებული ეტრატი, შავი ფერის მელანი. განკვეთილობის ნიშანი: ორწერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ.
- 1678-1679 წწ. - შეწირულების წიგნი კათალიკოს დავით ნემსაძისა ხოფის ღვთისმშობლისადმი - [Hd-1551-დ] - მინაწერი v-ზე, II-III კეფზე. გაყვითლებული ეტრატი, მკრთალი ყავისფერი მელანი. ლამაზი მხედრული. განკვეთილობის ნიშანი: სამწერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ.
- 1682 წ. - შეწირულების წიგნი ზებედე წინამძღვრისა ხოფის ღვთისმშობლისადმი - [Hd-1551-ე] - მინაწერი v-ზე, III კეფზე. გაყვითლებული ეტრატი, ალაგ-ალაგ გაცრეცილი და ტექსტი დაზიანებული, შავი ფერის მელანი. ლამაზი მხედრული. განკვეთილობის ნიშანი: ორწერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ.
- 1681-1682 წწ. - შეწირულების წიგნი კათალიკოს დავით ნემსაძისა ხოფის ღვთისმშობლისადმი - [Hd-1551-ვ] - მინაწერი v-ზე, III კეფზე. გაყვითლებული ეტრატი, გაცრეცილი და ტექსტი ძლიერ დაზიანებული, შავი ფერის მელანი. მხედრული; განკვეთილობის ნიშანი: ორწერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ.
- 1680-1702 წწ. - შეწირულების წიგნი წინამძღვარ ზებედესი ხოფის ღმრთისმშობლისადმი - [Hd-1551-ზ] - მინაწერი v-ს მარცხენა აშიაზე განივად; ტექსტი დაზიანებულია და გაწირვებით იკითხება; ბოლონაკლული. შავი ფერის მელანი, განკვეთილობის ნიშანი: ორწერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ.
- 1696-1742 წწ. - შეწირულების წიგნი კათალიკოს გრიგოლ ლორთქიფანიძისა ხოფის ღვთისმშობლისადმი - [Hd-1551-თ] - განივად მინაწერი r-ს მარცხენა არშიაზე, ყავისფერი მელანი, განკვეთილობის ნიშანი: ორწერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ.
საბუთის აღწერილობა
edit- გუჯარი 108 x 22 სანტიმეტრი, დაწერილია ტყავზედ მრგვალის მხედრულის ხელით, თითოეულ სიტყვის შემდეგ უზის სამ-სამი წერტილი. თავი და ბოლო აკლია. გვერდებიც ტყავისა დაზიანებულია.
1899 - ე. თაყაიშვილი - საქართველოს სიძველენი - ტ. I - გვ.24 - ხელნაწერთა ინსტიტუტი, Hd-1551; დედანი; 151 x 21 სმ; განკვეთილობის ნიშნად ნახმარია სამწერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ; მხედრულად ნაწერი.
1965 - ქართული სამართლის ძეგლები - ტომი II - N 68 - დ ე დ ა ნ ი : ხეც Hd-1551 ა; თეთრი ეტრატი, მოთავსებულია რამდენიმე საბუთი; ადგილ-ადგილ დალაქავებულია; კიდეებზე ზოგან დაკრულია თხელი სარესტავრაციო ფურცელი, მაგრამ საბუთი ცუდ მდომარეობაშია, მარჯვენა და მარცხენა კიდეები მოფლეთილია და ტექსტი ალაგ-ალაგ დაზიანებული, საბუთი შეგდება ერთმანეთზე დაწებებული ოთხი ფურცლისაგან, I ფურცელი ზომა: 43,8 X 17,5სმ, II ფურცელი ზომა: 43,1 X 20 სმ, III ფურცელი ზომა: 43,5 X 21 სმ, IV ფურცელი ზომა: 20,3 X 20,5სმ; ტექსტი ნაწერია r-ზე და v-ზე სრულად.
2016 - ქართველიშვილი თეა - ხობის მონასტრის საისტორიო საბუთები. XV-XVIII საუკუნეები - გვ.185