1639-1657 წწ. - სიგელი და იადგარი ლევან II დადიანისა ხოფის ტაძრისადმი




ქართული სიგელ-გუჯრები






შესავალი

edit

ლევან დადიანის სიგელი ხობის ტაძრისადმი წარმოადგენს შამადავლა დადიან-გურიელის მიერ ხოფის ტაძრის იადგარის განახლების წიგნის ხელახალ განახლებასა და დამტკიცებას.

თავის მხრივ ეს სიგელიც შემდეგ პერიოდში გაკეთებული მინაწერებით მრავალჯერ არის განახლებული და დამტკიცებული.

საბუთის დაცულობა

edit

დედანი:

პირები :

საბუთის ტექსტი

edit

საბუთის ტექსტი: ქართული სამართლის ძეგლები - ტომი II - N 68


ქ. კურთხეულ არს ღმერთი დაუსაბამო... ერთ ბუნებისა, ერთ ღთაებისა, ერთ უფლებისა, ერთ ჴელმწიფებისა, განუყოფელისა და შეურევნელისა, გამოუთქმელისა, მიუწდომელისა, შეუხებელისა, შეუწერელისა, შეუსაზღურებელისა, უმიზეზოს, უკვდაუის, საუკუნოს ცხოვრებისა მოუკლებელისა, დაუსრულებელისა, გამგებელისა, მფლობელისა, შემოქმედისა, გამოუკულეველისა, დიდება სახიერებისა და სუფევა დაუსრულებელისა, და ლხინება მოწყალებისა, ამის წმიდისა სამებისა წყალობითა, ძალითა, შეწევნითა, რომელნ კაცთ მოყვარებისათვის წარმოაცარიელა თავი თვისი და კაც იქმნა თვინიერ ცოდვისა, და მრავალთათვის თვისთა მოწყალებათა ჯუარცმა და დაფლვა თავს იდვა, ხოლო ვითარცა ღმერთი აღდგა მესამესა დღესა და ჯოჯოხეთი შემუსრა, და წარმოსტყუენა, და ადამ ყოვლით ნათესავითურ დაჰყარა, დაიხსნა და ღთაებასა თვისსა იზიარა სასუფეველსა თვისსა, და ყოვლად წმიდა უბიწოდ მშობელი თვისი, მარადის ქალწული მარიამ, შუამდგომელ იყო თვით ღთაებისა თვისისა და კაცთა შორის, ამის ყოვლად წმიდისა თავდებობითა, მეოხებითა, შუამდგომლობითა, მინდობითა და ძლიერებითა, ნიშოვან ქმნილის და ნიშ შემოსილისა, პატიოსნისა და ცხოველს მყოფლისა ჯუარისა, მტერთა მაოტებელისა და ყოვლისა ძალისა ეშმაკთასა დამწუელისა, წმიდათა ურულოდ მცველ მართებელთა ჩუენთა ანგელოზთა და მთავარ ანგელოზთა მიქაელ და გაბრიელისათა, წინა მორბედისა ნათლის მცემელისა და ყოველთა დედათა ნაშუთა უმეტესისა, იოვანე წინა მსრბოლისა, და გზათა მშვიდობისათა განმმზადებელისათა, წმიდისა იოანე ღვთის მეტყველისა, რომელმან მკერდსა საუფლოსა მიყრდნობითა აღმოიწრიდნა ღვთის მეტყველებისა უფსკრულნი დაულეველნი, წმინდათა მოციქულთა და ყოვლად ქებულთა თუალით მხილველთა და ჴელით მსახურთა, და თუალით მხილველთა ღვთისათა და განგებულებისა მისისა მესაიდუმლოეთა, თავთა მოციქულთა, პეტრე, პავლე, ანდრია და სხვათა ათორმეტთა მოციქულთა. და კუალად სხვათა სამეოცდა ათთა მოციქულთა, და წმიდათა მოციქულთა თანა სწორებით შესატყვისთა წმიდათა წინასწარმეტყუელთა, მამათა, მამათ მთავართა, მღრდელთ მოძღუართა, მოწამეთა, ქალწულთა, მამათა მეუდაბნოვეთა, აღმსაარებელთა და ყოველთა საუკუნითგან სათნოყოფილთა ღვთისა წმიდათათა, ზეცისა და ქუეყანისათა, და განმაცხოველებელისა ქრისტეს საფლავისა აღსადგომელისა, საუფლოსა საფლავის და ჯუარისა ცხოველს მყოფელისა თავსმდებობითა, შუამდგომლობითა, მინდობითა,

გკადრეთ და მოგახსენეთ დაწერილი ესე სიგელი, იადგარი უმიზეზო და უკუნისამდე წელთა და ჟამთა შეუცვალებელი და მარადის განთავებით განსრულებული, თქუენ, ჩუენსა მცველსა და მფარველს და ცხოვრებისა ჩუენისა წარმმართებელსა და განმარჯვებითა მძლეველსა მტერთა და მბრძოთა ჩუენთასა, ქალწულსა უბიწოსა, მარადის ბიწ შეუხებელსა, დედასა ნათლისასა და მშობელსა მეუფისასა თეთროსნისა ღთისმშობელსა და ძელსა ცხოველსა, ხოფს ტაძარსა შინა განსუენებულთა, მისაძინელთა და საძუალთა პირველ კურთხეულთა და საუკუნოდ განსუენებულთა პატიოსანთა და სახელოვანთა ძუელთა ჩუენთა პაპთა და პაპის პაპთა ყოვლად სანატრელთა: გიორგი, ვამეყ, შერგილ და სამადავლე, ამათით ოთხთა ღთივ პატივცემულთა და გუირგუინოსანთა საფლავსა, და ჩუენსა სასოებით შესავედრებელს ხოფს განსუენებულსა სახესა და ხატს წმიდისა ღთისმშობელისასა და ჯვარის ყოველთა განმაცხოველებელსა.

მოგახსენეთ და გკადრეთ იადგარი და სიგელი მტკიცე, ჟამთა საუკუნეთა გასათავებელი, ჩუენ თქუენ მიერითა მადლითა და ცვა-ფარვითა მძლედ და ძლიერად ამაღლებითა განძლიერებულმან და ოხითა თქუენითა ზესთა აღმატებულმან და მტკიცედ მპყრობელ-მქონებელმან, თვით განმგებელმან, თქუენ მიერ სახელ ამაღმატებულმან და ფრიად მსასოებელმან და მადლთა და წყალობათა თქვენთა მინდობითა სარწმუნოდ მოსავმან და სურვილით მოქენემან, ჴელმწიფემან, პატრონმან დადიანმან ლევან, შიშით და კრძალვით განგიახლეთ და დაგიმტკიცეთ მტკიცე ესე უკუნისამდე კაცთა ნათესავისაგან შეუცილებელ-შეუსარჩლელი წიგნი და ნიშანი, ასრე და ამა პირსა ზედა, რომე ჟამთა ვითარებისა, და წელთა გარდასულისა, და ეტლთა მოქცვისა, და დღეთა ცვალებისაგან მოშლილიყო სოფელი და ტყე, და ველი. ვნახეთ და მოკითხული ვქენით, და ძუელთა ჩუენთა მამა-პაპათა საფლავი ყოფილიყო, კურთხეულთა და სახელდებულთა და მათ მიერ დადებული და გარიგებული იადგარი და სიგელი ვნახეთ და ჩუენცა გულსმოდგინებით ესრეთ დაუმტკიცეთ,

ესე ვითარცა დადიან-გურიელისა, სულკურთხეულისა სამადავლასაგან გარიგებული სიგელი ვნახეთ, ესრეთ ეწერა და გაერიგა: "ძუელითგანი იადგარი გარყუნილიყო და დაკარგულიყო ხოფისა ღთისმშობელისა, მას ჟამსა უღმთოდ და უსჯულოებად მიიქცეს აფხაზნიო და აღვიყვანეთ იოვაკიმე, კაცი ღირსი ნეტარებისა და დავსვით კათალიკოზად, რომელი აფხაზთა გარყუნეს სჯული და კათალიკოზობა, ხოლო ჩუენ მარჯუენითა ქრისტეს საფლავისათა და იერუსალემისა და ანტიოქის პატრიარქისა მიხაილის ნებადართვითა გავარიგეთო ჯურითა და ონფორითაო."

აწე, ჩუენცა მათი გარიგებული და დადებული იადგარი ვნახეთ, განვიცადეთ და ჩვენც მსგავსად მათებრ დავამტკიცეთ და გავარიგეთ:

თ[ა]ვს მსხულების წმინდა გიორგი, მის შესავლითა და გასავლითა, წყლითა, ტყითა, სანადიროთა, სათევზაოთა, საყანითა, უძებრითა და საძებრითა, იმა რიგითა გლეხებითა, ჯვარისმტვირთველითა ბერი ზოსიმე, კემხელს გეგებერია, ვაჭრის შვილები, ბაბადიში და მისნი ძმანი: კახაი და ვაჟბედაი, მასთანა ორნი მაშის ძენი დეის მამაი, და ორნი ლადარია: მიქაილ და მამისთუალი, წუწუნარი, მამული და მარანი, მისითა ტყითა, წყლითა და ეკლესიის კარითა და სათევზოთა, კვირია მასხულია, მისითა შვილებითა; თათარაი წუწუნავა მისის მამულითა, ბერია მისის მამულითა. წყლისპირს, ბონია ქრისტეშია მისით მამულითა.

წყლისპირს რიონზედა, ჭალადიდსა, ნახევარი ბაჟი ხოფისა ღთისმშობელისა არის. არის ქარიატას და კემხელს მესამედი ნავი და ბაჟი ყოვლადწმიდისა, არის ნოხუდენს ოთხი კვამლი კაცი: ყურუა და სხვიტავა, ანდალაისშვილი და შონია, მათითა მამულითა, წყლითა, ტყითა, სათევზოთა და ეკლესიის კარითა.

აგრევე, დადიანის სახლის თავი ნიშანი და სხვათა თავადთა და აზნაურისშვილთა, ნიშანი კათალიკოზისა არის, სხუათა ეფისკოპოზთა დგომით მართებს და ამას არას ეთხოვებოდეს-რა.

აგრევე ცუს გამოღმა და ჭვირას გამოღმა ვინცა ნადირი მოკლას სეფესა ყოვლადწმინდასა წინ მიიღებდენ, ნურავინ დააკლებთ.

აგრევე, ჩუენ პატრონმან დადიან-გურიელმა შამადავლამ იადგარი პირუელითგანი /ვნახეთ/ და ასრე ყოფილიყო ძუელითგან და ესრეთ ეწერა: "ვინც ხოფისა საყდარსა გარეშემო უპატიობა იკადროს, ანუ გლეხი დაურბიოს, ანუ ჯოგი წაუსხას, ანუ ქურდობა ქნას, ანუ სასახლეს მოუხდეს და გატეხოს, ათი გლეხი დაუურვოს. საყდარსა ვინცა სახოფოსა ზედან მოუხდეს, დაარბიოს და დაწუას, მეხადილე გლეხი დაუურვოს საყდარსა. ბოდ, ანუ ღალატითა კაცი მოუკლან, ორი ზომა სისხლი დაეურვოს. ვინც ძმათაგანსა უპატიობა ჰკადროს, ანუ აგინოს, ათასი პოტინატი დაუურვოს. აგრევე, ჭვირიას და ცუს შუა ტყე და წყალი ყოვლადწმიდისა ხოფისა ღთისმშობელისა არის უცილებელი.

ესრეთ ეწერა ძუელსა სიგელსა და იადგარ შიგან. ამა წყევითა და კრულვითა, აწე, ჟამთა ვითარებისაგან სიგელი გარყვნილიყო და კურთხეულსა დადიან-გურიელს შამადავლსა გაერიგებინა, როგორც ძუელად ყოფილიყო ისრევე გაერიგებინა.

აწე, მელია და საყდრის კაცები იცილებოდეს და დავსხედით ჩუენ, ჴელმწიფე-პატრონი დადიანი ლეონ და კათალიკოზი მაქსიმე მაჭუტაძე და ვნახეთ ძუელი იადგარი და სრულად ჩვენი დარბაისელნი დავისხით და გავუსინჯეთ და ასრე ეწერა წყევით რომე ჭვირასა და ცუს [ტყე და წყალი ყოვლადწმიდისა ხოფისა ღთისმშობელისა არის უცილებელი]...

ლეონ დადიანი

კ~ზი მაქსიმე

გვიანდელი დამტკიცება

edit

მინაწერი საბუთები

edit

საბუთის დათარიღება

edit
თ. ქართველიშვილი: საბუთი უ თ ა რ ი ღ ო ა . ე. თაყაიშვილი და ი. დოლიძე ლევან II დადიანის ზეობის წლებით 1611-1657 ათარიღებენ მას.13 ს. კაკაბაძე 1639-1657 წწ.14 პირთა ანოტირებულ ლექსიკონში საბუთი დათარიღებულია 1628-1647 წწ.15 ქვედა ზღვრად აღებულია საბუთში მოხსენიებული მაქსიმეს გაკათალიკოსების წელი, რადგან აღნიშნული გამოცემის შემდგენლები თვლიან, რომ მაქსიმეს წინამორბედი მალაქია კათალიკოსი 1628 წელს გარდაიცვალა და მაქსიმემაც ამ დროს დაიკავა საკათალიკოსო ტახტი.16 ზედა ზღვრად 1647 წლის მიჩნევა გაურკვეველია. მართებულად მიგვაჩნია ს. კაკაბაძისეული დათარიღება. ქრონოლოგიურ ჩარჩოს ავიწროვებს საბუთში კათალიკოს მაქსიმე მაჭუტაძის მოხსენიება. მაქსიმე საკათალიკოსო ტახტზე აღსაყდრდა 1639 წელს. ბუნებრივია, საბუთი 1639-1657 წწ. შორის არის შედგენილი.

პუბლიკაცია

edit