ჩანგური

ჩანგური
ავტორი: აკაკი წერეთელი


ვუძღვნი ან. მუსხელიშვილისას


მე ჩანგუ განამტკიცოს აზრი წმინდა, ბის

ცხოვრებაში იყოს ბანი

ხან ლხენის, ხან მწუხარ გამოსცემდეს მაგნიტის ხმას

და მაზედაც ჩემი მღერა

რომ დაჩაგრულს იმ სიმღერით

თვალთ ცრემლები ეშრობოდეს

და მჩაგვრელს კი გულში ძგერით

ისარივით ესობოდეს!


მაშინ მხოლოდ ამ ჩემ ჩანგურს

აშორდება უქმად გდება

და, ვინც გრძნობით დაუგდებს ყურს,

ვფიცავ, არც ის მოსტყუვდება!


გამიქვავდეს მაშინ მივეფერო,

და გამიხმეს ეს მარჯვენა,

თუ სიმრუდით სიმთ ვაჟღერო!...


რაგინდ ბედით ვიყო კრული,

საშინელიც მექნეს ბოლო, -

არ შედრკება ჩემი გული,

გინდა ქვითაც ჩავიქოლო!


სხვისი ლხინით ხომ ვიხარებ,

თუ რომ ჩემ თავს დავრჩი ავად,

და მაინც არ აღვიარებ

შავს თეთრად და თეთრსა შავად!


მე ჩანგური მისთვის მინდა,

რომ სიმართლეს მსახურებდეს,

განამტკიცოს აზრი წმინდა

და გულს წრფელად ახურებდეს!


1871 წ.

აკაკი წერეთლის ლექსები