ჩხეიძეები: წყაროები ჩხეიძეთა შესახებ




გენეალოგიური კვლევები









ჩხეიძეები

ჩხეიძეთა გენეალოგიური ხე


წყაროები ჩხეიძეთა შესახებ

edit

ქ. სახელითა ღთისათა, იესიან, დავითიან, სოლომონიან, ბაგრატუანისა, ნებითა ღმრთისათა აფხაზთა, ქართუელთა, რანთა, კახთა, სომეხთა, შანშე და შარვანშე, აღმოსავლეთისა და დასავლეთის, სამხრის და ჩრდილოეთისა, ლიხთიმერისა და ლიხთამერისა, ორისავე სახელმწიფოსა ტახტ-გვირგუინისა ღთისა მიერ მფლობელ-მპყრობელისა გიორგი მეფეთ-მეფისა წინაშე მოვიდა მეაბჯრეთ-უხუცესი გოგატი ჩხეტიძე, ჩუენის მეფობისა დიდად მომჭირნე და გუეაჯნეს და მოგუახსენეს მათის მკუიდრისა ყმისა სასისხლოთა სიგელითა და დაგუაჯერეს და მოგვართუეს ძუელთა ჩუენთა პაპათაგან ბოძებულნი სიგელნი და ჩუენ ახლად გაუახლეთ და დაუმტკიცეთ მიქაბაძეთა მათნი სასისხლონი სიგელნი.


"დიდისა მეფეთ-მეფისა ღმრთივ-გუირგუინოსნისა დავით მეფისა" მიერ მაღნარაძეებისათვის მიცემული სასისხლო სიგელის მოწმეებია: "ქართლისა ამირეჯიბი ციციშვილი დავით, ერისთავი აბღაჭელიძე გიორგი, ამილახორი ჩხეტიძე ივანე, მეაბჯრეთუხუცესი ღოღაბერიძე დავით, ჩიჯავაძე გიორგი, ჭილაძე ქუელი, ჭილაძე თუქლამ ციხისთავი, ეჯიბი აფაქიძე, გოშოძე, ჩუნჩერახი გავაშელ ამუნასკირი, მოლარეთუხუცესი ქორთოძე, მეღვინეთუხუცესი რომანავიძე, ჭარხალაძე ივანე, ქოჩაქიძე როსტან, მიქელაძე, ნაფიცხვიძე ფანოველ


"სოლომონიან-დავითიან-ბაგრატოვან მეფისა ალექსანდრეს" მიერ თოფურიძეებისათვის მიცემული სასისხლო სიგელის მოწმეებია "თავად ღმერთი და კაცთაგან: ასპალარი ივანე ათაბაგი, ერისთავთა ერისთავი, მანდატურთაუხუცესი დადიანი, სვანთა ერისთავი გურიელი, ფარიჯანიანი ელაშერ, ელაშერი ჭილაძე, ამერიჯიბი ავჯაშერ, ციციშვილი დავით, სხვანი ჩუენი კარის ვაზირნი: შიოშ ფალავანდისშვილი, ფარნაოზ ფალავანდისშვილი, ბაგრატ ბარათაშვილი, თაიმურაზ ლაშხისშვილი, მამისმამა კუჭეიძე, ყელგრძელი ჩხეტიძე, გიორგი ერისთავი, კახაბერი ლომინაძე, როსტომ ჩივჟავაძე, ხაფილანდრო ღოღაბერიძე, ლომინი მიქელაძე, ფანუელ ლაფიცხუძე, საყან მაჭუტაძე, დემეტრე ბერიძე, ლომინი მახაძე, ჯოღერდი ჩლაჩაძე, მოსაით ჯარადაი ქორთოძე, შამადავლა ლიპარტიანი, ელბადურ გოშოძე, ულაშარ ამუნასკირი, არღუნაი შარვაშიძე, ალთუმიშარ ამჩაბაძე, თუმელდი ყუდუსაძე.


"ჩვენ, პატრონმან მეფეთ მეფემან ღმრთივ-გუირგუინოსანმან ალექსანდრე და პატრონმან დედოფალთა დედოფალმან, დედამან ჩუენმან ელენე, და თანამეცხედრემან ჩუენმან, პატრონმან დედოფალმან თამარ" გაბელიძეებისა და ფალავანდიშვილების სასისხლო საქმის გასარჩევად "ჩამოვედით შუა თავად მე, პატრონი მეფეთ მეფე ალექსანდრე და პატრონი დადიან-გურიელი გიორგი და ჩუენნი დარბაისელნი, ამერელნი და ქართველნი და გურიულნი" და მოვარიგეთ მხარეები. ამისნი მოწამენი არიან და შუადამხდურნი არიან: პატრონი დადიან-გურიელი გიორგი, ქუთათელ მთავარებისკობოსი ბართლომე, ჭილაძე ლიპარი, რაჭის ერისთავი ჩხეტიძე ივანე და მისი ძმა კახ(ა)ბერი და ესტატე და აბესალომ, ჩიჟავაძე საზუერელი და ვამიყ ციხისთავი, ღოღაბერიძე ესტატე, ჩხეტიძე ამილახორი სანასარ, მოლარეთუხუცესი მხეციძე სარგის, სახლისუხუცესი აფხაჭელიძე ივანე, ინასარიძე აბესალომ, გურიულნი: ბერიძე, მაჭუტაძე, მახაძე, ლაშხიშვილი ზაზაი, კუჭეჭიძე სიაოშ, ჯაფარიძე შანშე და ქველი, საწოლის მწიგნობარი არიშიძე სიაოშ, გარაყანიძე ხელა, ჩხეტიძენი: ვახტანგ და აბესალამ, აბაშიძე თაყა და აბაში, წერეთელი განონაი, ქავთარაძე როსტევან, მიქელაძე ყერგძელი, დიდებული ზვიადი, იაშვილი ბეჟან და სრულად ჩუენნი დარბაისელნი იმერელნი, დიდნი და ცოტანი.


ქორონიკონსა ს~იზ (1529 წ.): მიიცვალა ქუთათელი გერასიმე, იანვარსა ი~ ამასვე წელიწადსა დაჯდა მათი ძმისწული სვიმონ, და წარვიდა და ეკურთხა საყდარსა ბიჭვინტისასა.


ამასვე დროსა (1529 წ.) იმავე პატრონმან (ბაგრატ III-მ) გააჩინა ხონელ ეპისკოპოზად მჩხეტის-ძე მანოელ მისვე აფხაზეთისა კათალიკოზისა (აბაშიძის) ჴელითა საყდართა შიგან ბიჭვინტისათა, ქორონიკონი იყო ს~იზ (1529): წარვედით აფხაზეთს საკურთხეველად ივნისსა კ~, და მოვედით ივლისსა კ~.


ქკსა სიზ (1529): მიიცვალა ქუთათელი გერასიმე, იანვარსა ი~. ამასვე წელიწადსა დაჯდა მათი ძმისწული სიმიონ, და წარვიდა და ეკურთხა საყდარსა ბიჭვინტისასა:. ამასვე ქკსა მეფეთ-მეფემან ბაგრატ განყო ლიხთ-იმერითი სამის ეფის-კოპოსთ ბრძანებითა აფხაზეთისა კათალიკოზისთა აბაშის ძისათა. ინება ღთივ-გვირგვინოსანმან მეფეთ-მეფემან ბაგრატ და დედოფალთ დედოფალმან ელენე დიდისა და ცათაცთ მბაძავისა საყდრისა, ახლისა იელუსალიმისა, გენათისა ეპისკაპოზისა მელკისედეკისა საყუარელის-ძესა, საუკუნოდმცა არს ჴსენება მათი:. ამასვე დროსა იმავე პატრონმან გააჩინა ხონელ ეპისკოპოზად მიჩხეტის-ძე მანოელ, იმავე აფხაზეთის კათალიკოზისა ჴელითა საყდართა შიგან ბიჭუინტისათა, ქკნი იყო სიზ (1529):. წარვედით აფხაზეთს საკურთხეველად ივნისსა კ~, და მოვედით ივლისსა კ~:.


ჩვენ მეფეთ მეფემან ბაგრატ და თანამეცხედრემან ჩვენმან, დედოფალთ დედოფალმან ელენე ვიგულეთ და ვიგულისმოდგინეთ და ხელვჰყავით აღშენებადა დაკნინებულისა მონასტრისა ნიკოლწმიდისა და შევქმენ საყდრადა და საეპისკოპოზოდა და დავადგინე წმიდა და ღმერთ შემოსილი ანგელოზთა მობაძავი მღდელთ მთავარ ეპისკოპოზი წმიდა და მეუფე მანოელ.


იგულის მოდგინა თვით მპყრობელმან მეფემან და უძლეველმან ხელმწიფემან (მეფემან ბაგრატ) მონასტერი ესე ეკლესიად და დამადგინა მე განმგედ და ეფისკოპოზად უღირსი და ცოდვილი მღდელ მთავარი მანოელ.


ჩხეტიძესა მანოელსა მაწყუჱრელსა შეუნდევს.

მანოელსა მაწყუჱრელსა დღეგრძელობით ცოდვანი მათნი შეუნდნეს ღმერთმან.


ყ~დ წ~ა დედოფალო, ვლაქერნის ღვთისმშობელო, შემიწყალე მე ბედიელ მიტროპოლიტი გერმანე ჩხეტიძე, რომელი ღირს ვიქმენ კადრებად ფეხსა წ~ისა ამის ბარძიმისასა.



ქ. ძელო ცხორებისაო, რომელიცა სხურებულ იქმენ უბიწოთა მით სისხლითა ქრისტესითა, შეიწყალე სული მეფეთ მეფისა ბაგრატისი და წარმართე და განაძლიერე მეფეთ მეფობა ძისა მათისა გიორგისი. და მე ცვა-ფარვათა შენთა მინდობილმან უღირსმან ხონელ მთავარეფისკოპოზმან ჩხეტიძემან ზაქარია შევქმენ ჯუარი ესე სახსრად სულისა ჩემისა. ნუ ვინ მკადრ იქმნების გამოხმად საყდრისა ამის ხონისა, ამინ. ოქრომჭედელსა მამნეს შეუნდეს ღმერთმან, ამინ.


ქკს ტმზ (1659 წ.) ამა ქკს გარდახდა [კათალიკოზი] ქუარიანი ზაქარია და იმავე წ[ელსა] ქრისტეანე და ღვთის მოყუარე ქუთათელ მიტროპოლიტი ჩხეტიძე ბატონი სვიმონ კათალიკოზად დასვეს.