ბაგრატ VI

ალექსანდრე II
ალექსანდრე II






ისტორიული პიროვნებები









ბაგრატ VI

გენეალოგიური ხე


ბაგრატ VI - იმერეთის მეფე 1463-1466 წლებში; ქართლ-იმერეთის მეფე 1466-1478 წლებში


გენეალოგიური ხე

edit
ბაგრატ VI-ის გენეალოგია
 
 
 
 
 
 
 
 

კონსტანტინე I
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

ალექსანდრე I
 
 
 
ბაგრატ
 
 
 
 
გიორგი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

ბაგრატ VI
 
 
 
 
გაიანე
ბატონიშვილი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
გიორგი
 
 
 

ალექსანდრე II

წყაროები

edit

ქართული საბუთები

edit

ჩუენ, მეფეთ მეფემან, ორთავე სახელმწიფოთა, ლიხთ იმერისა და ლიხთ ამერისა თუით ფლობით მპყრობელმან, პირმშომან ბაგრატ და თანამეცხედრემან ჩუენმან დედოფალთა დედოფალმან ელენე და ძეთა ჩუენთა, გიორგი და ალექსანდრე, ვიგულვეთ თქუენისა ძალმწეობისა მომართ, და ვიგულსმოდგინეთ და ხელვყავით ახლად აღშენებად და შემკობად ტაძარსა შენსა.

ჩუენ, ღმრთივ-გუირგუინოსანმან, სოლომონიან-ბაგრატოან მეფეთ მეფემან, ჩრდილოეთის ვიდრე დასავლეთამდის და აღმოსავლეთის ხელმწიფედ მპყრობელმან და მქონებელმა, მეფეთ მეფემან ბაგრატ და თანამეცხედრემან ჩუენმან, პატრონმან დედოფალთა დედოფალმან, და ძემან ჩუენმან ალექსანდრე, ესე შეწყალების სიგელი და ბრძანება და ნიშანი შეგიწყალეთ და გიბოძეთ თქუენ, ჩუენთ ერთგულსა და დიდათ თავდადებით ნამსახურსა ელიოზისძეთა ჯვარისმტვირთველთა დანიელს, შვილთა და მომავალთა თქუენისათა ყოველთავე.

ლიტერატურა

edit

ბაგრატ VI (იმერეთში - ბაგრატ II) - [1455], 1457-1477, [1478] წწ. - იესიან-დავითიან-ბაგრატუნიანი. ჯიქთა, აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა, შანშე, შარვანშე, აღმოსავლეთით დასავლეთამდის საქართველოსა, ჩრდილოეთისა, ლიხთ-იმერისა ტახტისა ხელმწიფედ მპყრობელობითა მპყრობელი მეფეთ-მეფე (1457 წ. Sd-2887 სას.); მეფეთ-მეფე, ჩრდილოეთ, აღმოსავლეთ და დასავლეთის პატრონი, თვითმპყრობელი (1467 წ. Qd-27); აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა მეფე, შარვანშა და შანშა, ორისავე ტახტისა და სახელმწიფოს - ლიხთ-იმერისა და ლიხთ-ამერის ღმრთივ-გვირგვინოსანი (1468 წ. H-2830, 151 r.); ორისავე ტახტის მპყრობელი, ღვთივ-გვირგვინოსანი მეფეთ-მეფე, ბაგრატუნიანთაგან იესიან-დავითიან-სოლომონიან-ბაგრატუანი ([1455-1478 წწ.] სს.II N 488).

ჰყავს:

უწყალობა

  • ჯვარისმტვირთველ დანიელ ელიოზისძეს სოფელი სასხორი დარბაზტანას და ხეკორძულას წყლებით. წყალობა გასცა შემდეგ ვითარებაში: გზად მიმავალი მეფისათვის ელიოზისძეს უწყლობა შეუჩივლია. მეფეს საფასე თან არა ჰქონია, მაგრამ თითიდან ოქროს რგოლები წაუძვრია და არხი შეუძენია. ეს არხი უწყალობა ელიოზისძეს შემდეგი პირობით: წვერიან კაცს იქედან წყლის დალევის შემდეგ წვერი შიგ უნდა ჩაებერტყა. დააკისრა ელიოზისძეს ნიკოლოზობა დღეს თავის საფლავზე აღაპის გადახდა და მცხეთას ჟამის წირვა (1467 წ. I.21. Qd-27).

განუახლა წყალობა

  • ზაქარია ჯავახიშვილს სომხითში ქვეშის ციხის ბაჟის და რატევანისა (1468 წ. XI.20. H-2830, 151 r.).

გაუჩინა სისხლის ფასი

  • საყდრიშვილ თემნა ყიფიანს - 80 000 გოგაური თეთრი ([1455-1478 წწ.] Sd-731 სას.).
  • აბესალომ გელუანს - 20 000 კირმანეული თეთრი ([1455-1478 წწ.] სს.II N 488 სას.).
  • გერგეტელ და წმინდა სამების მოსამსახურე საყდრიშვილებს დაუდგინა "სამ სისხლად" ზღვევა ([1466-1478 წწ.] სმ.48-49 სას.).
  • მთის წმინდა გიორგის მონასტერს: მონასტრის გატეხვის დროს მთავარმოწამის ხატის ხელყოფისათვის ავაზაკი უნდა დასჯილიყო ძელზე გაკვრით; ჯოგის წასხმისათვის, ქურდობისათვის, საუპატიო კაცის გაუპატიებისათვის დამნაშავე იხდიდა 100 000 ძველ თეთრს; მონასტრის ყმის სიკვდილისათვის 160 000 თეთრი უნდა დაეურვებინათ, სანახშირედ - 2000 თეთრი, "მას ქუეშეს" 100 000 თეთრი, სანახშირედ 1000 თეთრი, ცოლის წახდენის ან ქალის დაგდებისათვის 100 000 თეთრი ([1463-1478 წწ.] Sd-2898||2899).

განუახლა სისხლის ფასი

  • მცხეთიშვილობის ძველი სასისხლო სიგელის საფუძველზე ელიოზისძე-სეფიშვილ მამისთვალას - 600 000 კირმანეული თეთრი (1457 წ. IV.1. Sd-2887-3.სას.).
  • წინამძღვარ გიორგი ჟურულს - ბიძამისის, გიორგი მეფის მიერ 1460 წ. ბოძებული სასისხლო სიგელის წყალობა (1472 წ. Qd-7118 სას).
  • არჯევან ავჟანდაძეს - ლიონ მეფისაგან ბოძებული სასისხლო სიგელი და გაუჩინა სისხლის ფასი - 200 000 ძველი ცხუმური თეთრი, 12 გლეხი, 12 თეთრი ჯორი, 12 თეთრი ქორი, 12 მეძებარი და 12 თეთრი მიმინო. განუახლა აგრეთვე მეფე კონსტანტინე აღმაშენებლის მიერ მიცემული, სკანდას და გოგს ქვემოთ, ძევერისა და ყვირილას შესართავთან, ფისისანის და ჩხარას ადგილების სატყისმცველო (1452 წ.sic.[1475 წ.] Sd-521 სას.).

შესწირა

  • მთის წმინდა გიორგის: სახადს აგარა მამულით, ჟამთა ვითარებისაგან აოხრებული, ოდესღაც დიდი სოფელი შაორი, სადაც ძველთაგან შაორის მთავარმოწამე ყოფილა დასვენებული. ეს სოფელი ბაგრატს ახლად აუშენებია, დაუსახლებია და შემდეგ შეუწირავს მონასტრისათვის; ადგილი - დვალთ სამარხსა და შარაულას შუა, წყალს გაღმა-გამოღმა, საწალიკეს აქეთ, სადაც მეფესა და მებართლომეს არ ჰქონდათ ნადირობის, თიბვის და თევზაობის უფლება; შავრს - სამი კაცი: სულაძე, გვენცაძე და ფაქიოტიძე მამულებით იმ პირობით, რომ გარეყანიძის გვარის კაცს მათზე უფლება აღარ ექნებოდა; თხმორი, ძმუისი ცხრათავით; კაციეთს - ბელუშაძენი და ზაქარაძენი; კაციეთს - ადგილი სომყეთის ჭალასთან, რომლის ზედა საზღვარი ქვაყუნტად იყო წოდებული; ადგილი ზენათშუა, ველიეთის მინდორსა და სომყეთის ჭალას აქეთ; წნორს - მითათიშვილები, ჭლიკაძენი და აგარა, რომელიც სასახლედ ჰქონია მებართლომეს; ჭაშლეთს - ჭუჭულაძენი და ქოთბოძეიძე მამულებით, იმ პირობით, რომ ღაღანიძისა ძაგანიშვილის საქმეს არ დაიდებდნენ; ფონას - ნიზბეგანიძე მამულით; სურამი, სადაც მებართლომე კაცის გარდა სხვისი ხელი არ შევიდოდა ([1463-1478 წწ.] Sd-2898||2899).
  • მისი "კითხვითა და ნებართვით" დავით კათალიკოსმა მცხეთიშვილ ოქროპირ მაღალაშვილს უწყალობა ივანიასძეთა ნაქონი მამულები (1472 წ. Ad-1498-3).
  • განაახლა მთის წმინდა გიორგის ტაძარი, გადახურა ტყვიითა და სპილენძით, მოაჭედინა, შეკაზმა წმინდა გიორგის, წმინდა მარინესა და სხვა "ბნელი" ხატები ([1463-1478 წწ.] Sd-2898||2899).
  • იმარინდო ამილახორსა და კათალიკოსს შორის სამამულე დავის გამრიგეებად და "შუადამხდომებად" დაუდგენია ღუღაბერისძე და ინასარიძე (XV ს. ბოლო მეოთხ. 1449-1628).

იხსენიება

  • მისი მეფობის მეხუთე ინდიქტიონს დაიწერა დავით კათალიკოსის მიერ მახარებელ მაღალაძისათვის მიცემული მამულისა და სახელოს წყალობის წიგნი (1470 წ. Hd-1352).
  • ერისთავმა ქვენიფნეველმა მისი მეფობის დროს აღადგინა ლარგვისის მონასტერი და შესწირა მას სოფლები (1470 წ. Qd-9020 ა).
  • მისი მეფობის დროს დაიწერა ნიკოლოზ პალატიშვილის მიერ გოგიტა არდაშერასშვილისათვის მიცემული მამულისა ნასყიდობის წიგნი (1477 წ. IV.7. Qd-9814 ა).
  • ზევდგინიძის საჩივრის წიგნში აღნიშნულია, რომ მან გაილაშქრა ქუთათისს და შეებრძოლა გიორგი მეფეს, რომელიც ამ ბრძოლაში დამარცხდა (XV ს. ბოლო მეოთხ. Hd-1800).
  • ბაგრატი გადმოსულა ქართლს და თაყა ფანასკერტელ-ციციშვილის წინააღმდეგ გაულაშქრია. გამრეკელ ჯავახიშვილი გიორგი მეფის ნებადაურთველად თაყას მისახმარებლად წასულა, შვიდჯერ შებმია ბაგრატს და ციციშვილების მამულის ალაფი დაუყრევინებია ([1466-1478 წწ.] Sd-1242).
  • გამრეკელ ჯავახიშვილი თავისი ცოლის, გულსურაბის წინააღმდეგ აღძრულ საჩივარში აღნიშნავს, რომ გულსურაბი ბაგრატთან დასმენას უპირებდა თავის ქმარს, რათა შემდეგ მეფეს ჯავახიშვილები ამოეწყვიტა ([1466-1478 წწ.] Hd-1570).
  • ბაგრატის თანადგომით, იერუსალიმისა და ანტიოქიის პატრიარქმა მიხაილმა ცაიშელ-ბედიელი იოაკიმე აკურთხა კათალიკოსად ([1470-1474 წწ.] 1448-5020).
  • ზევდგინისძეთა საჩივრის წიგნში მოთხრობილია, რომ როცა ყვარყვარე ათაბაგმა გიორგი მეფე დაატყვევა, იგი ქართლში გადმოსულა. აქ ბაგრატის ყმა გამხდარა დავით ბატონიშვილი, რისი წყალობითაც მას მამული დაუმტკიცებია მომჩივან ზევდგინისძისათვის. ამას გარდა ბაგრატს მისთვის უბოძებია გორის მოურაობა, რისთვისაც ზევდგინისძეს წიწამურიდან მისთვის 100 კოკა ღვინო მიურთმევია. "თათრების" მოსვლის ჟამს მას უბრძანებია ამილახორ ზევდგინისძისათვის გორს შედგომა. ბაგრატს დიდი მალი დაუწესებია, რომლის გადახდაც მისი გარდაცვალების შემდეგ უზუნ ჰასანმა კონსტანტინე მეფეს მოსთხოვა (XV ს. ბოლო მეოთხ. Hd-14903).